Financial times: ამერიკა და ევროპა ერთმანეთს სულ უფრო და უფრო შორდებიან

Financial times: ამერიკა და ევროპა ერთმანეთს სულ უფრო და უფრო შორდებიან

access_time2021-03-19 19:00:43

პანდემიამ ევროპას უფრო დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე შტატებს - ევროკავშირში სამრეწველო წარმოების ვარდნა 2-ჯერ მეტია ვიდრე ამერიკაში, ეს კი ნიშნავს, რომ ევროპის ეკონომიკამ ნაკლები სამუშაო ადგილი შექმნა.

 

2021 წელს ამერიკა კრიზისიდან გამოსვლას დაიწყებს, მაშინ, როდესაც ევროპა ნაკლები სახელმწფო ხარჯების, ბიზნესის უფრო მკაცრი შეზღუდვებს და ვაქცინაციის ნელი ტემპების გამო, აშკარად ჩამორჩება.

 

იტალიური ბანკის UniCredit-ის მთავარი ეკონომისტის ერიკ ნილსენის გათვლებით, აშშ-ს მთავრობის მიერ ახალი, თითქმის 2-ტრილიონანი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ამერიკის მშპ 11-12% მოგებას მიიღებს, მაშინ, როდესაც ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს გაცილებთ ნაკლები ეფექტი ექნება - 6%.

 

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ყოველი ზრდასრული ამერიკელი 1 მაისისთვის ვაქცინის მიღებას შეძლებს, ხოლო დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისი განსაზღვრულია, როგორც ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების დასაწყისი. ევროკავშირში კი მასობრივი აცრა ნელი ტემპებით მიმდინარეობს - მათ შორის „ასტრა ზენეკას“ პრეპარატთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

 

ამერიკის რამდენიმე მსხვილმა შტატმა, მაგალითად, ფლორიდამ, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები გააუქმა, მაშინ, როდესაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად იტალიაში, დაინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა და შეზღუდვებიც გაგრძელდა.

 

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის თქმით, ევროპა ამერიკას ფისკალური სტიმულების კუთხითაც ჩამორჩება.

 

„ჩვენი საკუთარი ფისკალური ზომები ჯერ არ ამოქმედებულა, თუმცა, ეს აუცილებელია“ - ამბობს ის.


 

2020 წელს ევროზონის ეკონომიკა 6,6%-ით შემცირდა, ხოლო ამერიკის - მხოლოდ 3,5%, და როგოც ჩანს, უახლოესი 3 თვის მანძილზე ევროკავშირს არა ზრდა, არამედ შემდგომი ვარდნა ელის. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, 2021 წელს აშშ-ს ეკონომიკა 6,5%-ით, ხოლო 2022 წელს  - 4%-ით,  ევროკავშირის კი - 3,9% და 3,8%-თ გაიზრდება.

 

აშშ-მ ევროკავშირს სტიმულირების კუთხითაც მნიშვნელოვნად გაუსწრო  - როგორც უკვე ითქვა, ამერიკა დახმარების სახელმწიფო პროგრამაზე 1,9 ტრლნ. დოლარს დახარჯავს, თანაც ეს პაკეტი უკვე დამტკიცებულია. ევროკავშირი კი დღესაც, ეკონომიკის მხარდეჭერის ფონდის შექმნის საკითხს, ჯერ მხოლოდ განიხილავს.

 

თანაც, საუბარია გაცილებით უფრო მცირე თანხაზე - 750 მლრდ. ევროზე, რომელიც 5 წლის მანძილზე სესხებს სახით ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა დოზით გამოეყოფა. მაგრამ 2021 წელს ამ ფონდის მიერ გაცემული თანხები ევროკავშირის მშპ-ს მხოლოდ 1%-ს მიაღწევს.

 

შტატებში ევროპასთან შედარებით ასევე გაცილებთ მეტია მოსახლეობის დანაზოგები, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ყოველი ზრდასრული ამერიკელი მთავრობისგან ერთჯერადი დახმარების სახით 1400 დოლარს მიიღებს.

2020 წელს  ამერიკის მოსახლეობა ჭარბი დანაზოგები შექმნა რომელთა მთლიან მოცულობა წლიურ საშუალო მოხმარებას  14%-ით აღემატება, მაშინ, როდესაც ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 3-7%-ს შეადგენს.

 

„ამერიკაში ოჯახებს დიდი დანაზოგები დაუგროვდათ - ეს ძირითადად ფულია, რომელიც უნდა დახარჯულ იყო საყიდლებზე, თუმცა, პანდემიის პერიოდის გაურკვევლობის გამო ეს თანხები დაიზოგა. როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გამოსწორდება ეს უზარმაზარ თანხა ბაზარზე გავა, რაც ეკონომიკის ზრდას ხელს შეუწყოფს“ - მიიჩნევს კომპანია BNP Paribas Asset Management-ის გენერალური დირექტორი რიჩარდ ბარუელი.

 

ევროპას ამ კუთხით გაცილებთ ნაკლები პოტენციალი გააჩნია, შესაბამისად, შიდა მოთხოვნის ზრდაც გაცილებით მოკრძალებული იქნება.

 

საბოლოო ჯამში ამერიკის უფრო ეფექტური ქმედებების შედეგი ის იქნება, რომ, სავარაუდოდ, უკვე 2021 წელს აშშ-ს მთავრობა სტიმულირების პროგრამას შეწყვეტს, მაშინ, როდესაც ევროპისთვის ეს შეუძლებელი იქნება.

 

 

ft.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up