Financial times: მოლდოვამ „გაზპრომთან“ შეთანხმებას მიაღწია

Financial times: მოლდოვამ „გაზპრომთან“ შეთანხმებას მიაღწია

access_time2021-11-01 20:00:01

მოლდოვამ „გაზპრომთან“ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც ქვეყანაში რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირებით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას ქმნის.

 


მოლაპარაკებები კიშინევს და მოსკოვს შორის თვეების მანძილზე გრძელდებოდა, პარალელურად, მოლდოვას მთავრობა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას სთხოვდა ევროპაში გაზის შესაძენად.

 


ოქტომბერში მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა და ქვეყანას გაზის მიწოდების სრულ შეწყვეტით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ კიშინევი ახალ, უფრო ძვირადღირებულ კონტრაქტზე არ დათანხმდებოდა.

 


მოლდოვაში შექმნილი კრიტიკული ვითარება ევროპული საგაზო კრიზისის ერთი, ლოკალური გამოვლინებაა, თუმცა, ამის გარდა სხვა ფაქტორებიც არსებობს, რომლებიც მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაა დამახასიათებელი.

 


კერძოდ, მოლდოვამ ამა წლის ივლისში საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა პროევროპულ პარტიას, რომელიც ბრიუსელთან ურთიერთობების გაღრმავების და რუსეთის ორბიტიდან გასვლის მომხრეა. შესაძლოა, კონტრაქტის პირობების გამკაცრება სწორედ ამ გარემოებასთანაა დაკავშირებული.


 


თუმცა, თავად მოსკოვი საგაზო დავაში პოლიტიკური ფაქტორების გავლენას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ განხილვა მხოლოდ კომერციულ საკითხებს შეეხებოდა.

 


28 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო უწყებამ რუსეთი მოლდოვაში გაზის მიწოდების საკითხის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ბრიუსელი მოლდოვას ხელისუფლებას „გაზპრომთან“ თანამშრომლობის შეწყვეტას და გაზის შეძენას ევროპული კომპანიებისგან ურჩევდა, 29 ოქტომბერს კიშინევმა გამოაცხადა, რომ რუსულ მონოპოლიასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 


„აქამდე არსებული ხელშეკრულება მოლდოვური მხარის მიერ შეთავაზებული ფასებით კიდევ 5 წლით გახანგრძლივდება. კონტრაქტი ასევე მოლდოვას მხრიდან „გაზპრომის“ წინაშე დაგროვილი დავალიანების აუდიტს ითვალისწინებს“, - განაცხადა მოლდოვას მთავრობის წარმომადგენელმა.

 


ამ გადაწყვეტილების უკან მხოლოდ ეკონომიკური მოტივებია - ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განაცხადა, რომ ევროპაში გაზის შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 800 მლნ. იქნებოდა საჭირო, მოლდოვას კი ასეთი თანხა არ გააჩნია.

 


მისი თქმით, ამისთვის ევროკავშირის უფრო მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა საჭირო - პირველ ეტაპზე ბრიუსელმა კიშინევს ამ მხრივ მხოლოდ 60 მლნ. ევრო შესთავაზე, რაც საკმარისია მხოლოდ 20 დღის სამყოფი გაზის იმპორტისთვის.

 


„ჩვენ ევროკავშირის მადლიერები ვართ, მაგრამ ამ საკითხში მარტივი გადაწყვეტილებები არ იქნება“, - განაცხადა გავრილიცამ „გაზპრომთან“ კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ.

 

ft.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up