რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებებში მილიარდერი რომან აბრამოვიჩის ჩართვას პირადად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ Financial Times პროცესებთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
გაზეთის რესპონდენტების თქმით, პუტინის მხარდაჭერის შემდეგ, შეხვედრის ორგანიზებაში დახმარების მიზნით, აბრამოვიჩი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მაღალჩინოსანს.
Financial Times აღნიშნავს, რომ აბრამოვიჩი უმაღლეს დონეზე ეძებდა მხარდაჭერას, რაც წინააღმდეგობაში მოდის მის განცხადებასთან, რომ არასოდეს ყოფილა პუტინის ახლო გარემოცვაში. გაზეთის ინფორმაციით, დასავლელი ლიდერები ეჭვქვეშ აყენებენ მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობას. ზოგიერთი ლიდერის ვარაუდით კი, აბრამოვიჩი მოლაპარაკებებში ჩართვით დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თავიდან არიდებას ცდილობს.