Financial Times: უკრაინამ ბაიდენის პოლიტიკის სიცივე იგრძნო

Financial Times: უკრაინამ ბაიდენის პოლიტიკის სიცივე იგრძნო

access_time2021-09-01 20:00:43

აი უკვე 8 წელია, უკრაინა რუსეთთან და პრორუს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან ომობს და ჯერ კიდევ ამერიკის ავღანეთიდან ქაოტურ გაქცევამდე, კიევში გაჩნდა მოლოდინები, რომ ბაიდენის ხელმძღვანელობით, ამერიკა აქცენტს სხვა საკითხებზე გადაიტანს, ხოლო უკრაინა განზე დარჩებოდა.

 

ამის პირველი ნიშანი ჯერ კიდევ გაზაფხულს გამოჩნდა, როდესაც ვაშინგტონმა კიევთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე რუსულ გაზსადენ „ ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს შეჩერებაზე უარი საბოლოოდ განაცხადა.

 

ახალი რუსული მილსადენი, რომელიც უკვე თითქმის მზადაა, უკრაინას ტრანზიტიდან მიღებული მილიარდების გარეშე დატოვებს, ხოლო ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე კიდევ უფრო გაზრდის.

 

ვაშინგტონს ამ პროექტის ამუშავება არ მოსწონს, თუმცა, გერმანიასთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნებისთვის, ამერიკამ მის ამუშავებაზე მდუმარე თანხმობა გასცა.

 

კიევში სჯერათ, რომ ამერიკა მათ არ მიატოვებს და ამაზე თავად ამერიკელებიც საუბრობენ - მათი აზრით, უკრაინა და ავღანეთი - განსხვავებული საკითხებია, რადგანაც ავღანეთისგან განსხვავებით, ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში არ იღუპებიან, თანაც კიევის ეკონომიკური დახმარება შტატების ბიუჯეტს ავღანეთზე გაცილებით იაფი უჯდება - მაქსიმუმ $300 მლნ წელიწადში.

 

თუმცა, კიევშიც, ვაშინგტონშიც და მოსკოვშიც ამერიკული ჯარის პანიკური გაქცევა ავღანეთიდან შტატების მხრიდან მოკავშირეების მხარდაჭერის შემცირების შესაძლებლობად აღიქვეს.

 


მაგალითად, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ბოლოს და ბოლოს უკრაინის პროდასავლურ მთავრობას მიატოვებს.

 

„ავღანეთის ამერიკის მოკავშირის სტატუსმა ვერ უშველა და იგივე ელოდებათ ამერიკული არჩევანის მომხრეებს უკრაინაშიც“, - განაცხადა რუსმა მაღალჩინოსანმა.

 

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ტიმოფეი მილოვანოვმა განაცხადა, რომ ავღანეთისგან განსხვავებით, უკრაინა შემდგარი, ცივილიზებული სახელმწიფოა, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და რომელმაც ევროპის უსაფრთხოებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა.

 

დასაწყისში ბაიდენის არჩევამ კიევს დონალდ ტრამპთან შედარებით უფრო ძლიერი მხარდაჭერის იმედი გაუჩინა, თუმცა, ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართა. ტრამპი, კიევთან რთული ურთიერთობების მიუხედავად, უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევდა, და ეს მაშინ, როდესაც ობამას ადმინისტრაცია, სადაც ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ამაზე უარს აცხადებდა.

 

ცივი შხაპის როლი სწორედ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-მა შეასრულა - ვაშინგტონმა თავისი მოკავშირის აზრი არათუ არ გაითვალისწინა, არამედ ამ საკითხზე მას საერთოდ არ გაესაუბრა. ეს ცალსახად ცუდის ნიშანი იყო.

 

„გაზპრომის“ მილსადენისთვის მწვანე შუქის ანთების და ბერლინთან არაფრის მომცემი გარიგების დადების გამო, ბაიდენის ადმინისტრაცია ორპარტიული მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

 

ამჟამად კიევს და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ჰაერშია გამოკიდებული და ეს საშიშია ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება.

 

ვაშინგტონმა ბოლოს და ბოლოს უნდა გაიაზროს, რომ უკრაინას რუსეთის მხრიდან გრძელვადიან საფრთხეებთან გამკლავებისთვის ამერიკის მტკიცე სამხედრო-პოლიტიკური დახმარება და მილიარდობით დოლარი სჭირდება.

 

ft.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up