ფინანსთა მინისტრი: 2022 წლის ბიუჯეტში დამატებითი რესურსები მიიმართება, როგორც მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისთვის, ისე ეკონომიკის განვითარებისთვის

ფინანსთა მინისტრი: 2022 წლის ბიუჯეტში დამატებითი რესურსები მიიმართება, როგორც მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისთვის, ისე ეკონომიკის განვითარებისთვის

access_time2021-12-06 14:40:00

2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების გაზრდა, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.



მისი თქმით, მაქსიმალურად მოხდა პარლამენტში გამოთქმული წინადადებების/შენიშვნების გათვალისწინება და განახლებული პროგნოზების ფარგლებში მოძიებული დამატებითი რესურსები მიიმართება, როგორც მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისთვის, ისე ეკონომიკის განვითარებისთვის.




როგორც მან აღნიშნა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით, ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22/44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და სოფლის ექიმების/ექთნების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, გათვალისწინებულია, ასევე, სახსრები მუნიციპალიტეტებში არსებული სასწრაფოს ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან გათანაბრებისთვის, გათვალისწინებულია ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსება, მათ შორის, სპინალური ატროპიის მქონე ბავშვთა დახმარების, დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მუდმივი მონიტორინგის თანამედროვე აპარატების შესყიდვა, ასევე, გათვალისწინებულია ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების თანადაფინანსება, ასევე, გაზრდილია ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ანაზღაურება, გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ასევე, მანდატურებისა და სოციალური მუშაკების ხელფასების ზრდა. 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია სოციალურად დაუცველი თითოეული ბავშვის დახმარების 50 ლარიდან 100 ლარამდე გაზრდილი სოციალური დახმარების დაფინანსებასთან, COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500.0 მლნ ლარით, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის გამოყოფილია ჯამურად 114,2 მლნ ლარი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე - ჯამში 194.1 მლნ ლარამდე.



როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 73.6 მლნ ლარამდე, მეწარმეობის განვითარებაზე - 273.5 მლნ ლარამდე, ერთიანი აგროპროექტისთვის - 261.7 მლნ ლარი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი შეადგენს - 300.0 მლნ ლარს.


ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up