ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რის მიხედვით დაკორექტირდა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ სამსახურებრივი სამივლინებო ხარჯების ნორმა

ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რის მიხედვით დაკორექტირდა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ სამსახურებრივი სამივლინებო ხარჯების ნორმა

access_time2022-09-26 23:00:00

სამსახურებრივი სამივლინებო ნორმები დაკორექტირდა. კერძოდ, როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, ქვეყნის შიგნით მივლინებებს, რომლისთვისაც განსაზღვრული იყო 15-ლარიანი ლიმიტი გაორმაგდება და 30 ლარი გახდება.


ქვეყნის გარეთ მივლინების დროს კი, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაკორექტირდება და შესაბამისობაში იქნება ერთიან სტანდარტთან.


მისივე თქმით, დღიურ ნორმებთან მიმართებაში ქვეყნის გარეთ იქნება 45, 60, 75 დოლარი, იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრების დონის მიხედვით, რა ფასებია.


„ დღეს, მთავრობის სხდომაზე განხილული იყო საკითხი სამივლინებო ნორმებთან დაკავშირებით, რომლის ცვლილებაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ანალოგიურად გამოიცემა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელშიც ანალოგიურად იქნება ნორმები გადახედილი. მრავალი წლის განმავლობაში ეს ნორმები მოქმედებდა საქართველოში, არ ყოფილა განხორციელებული მისი გადახედვა. მიუხედავად იმისა, რომ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ არსებულ ნორმებთან მიმართებაში არსებითად ვითარება ძალიან ბევრ ქვეყანაში შეცვლილია, შესაბამისად მოხდა დაკორექტირება იმ ნორმებისა, რა ნორმებიც იყო დადგენილი. ეს ეხება ქვეყნის შიგნით მივლინებებს, რომლისთვისაც განსაზღვრული იყო 15-ლარიანი ლიმიტი, ეს გაორმაგდება და გახდება 30 ლარის ოდენობით. ქვეყნის გარეთ მივლინების დროს, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაკორექტირდება და შესაბამისობაში იქნება ერთიან სტანდარტთან. ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებაც იქნება გათვალისწინებული და დაახლოებით 37%-იანი ზრდა იქნება საშუალოდ ქვეყნების მიმართულებით, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, გამომდინარე იქიდან, რა რაოდენობით ხდება ფასების ცვლილება ამა თუ იმ ქვეყანაში.



ძირითადად სამი კატეგორია იქნება. დღიურ ნორმებთან მიმართებაში ქვეყნის გარეთ იქნება 45, 60, 75 დოლარის ოდენობით, იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში რა ფასებია ცხოვრების დონის მიხედვით. გადაიხედება სასტუმროს ნორმებიც, რომელიც დაკორექტირდება ზრდის მიმართულებით, დაახლოებით იგივე პროცენტული ოდენობით. ეს ნორმები იარსებებს, როგორც საჯარო სექტორისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის. კერძო სექტორთან მიმართებაში, ფინანსთა სამინისტროს ბრძანება დაარეგულირებს საგადასახადო შეღავათის ნორმას, თუ რის ფარგლებში არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადი“, - აღნიშნავს მინისტრი.


მინისტრის თქმით, დადგენილება უახლოეს დღეში შევა ძალაში.


„ ეს დადგენილება უახლოეს დღეებში შევა ძალაში. რაც შეეხება კატეგორიებს, კატეგორიები დადგენილია არა იურიდიული პირების, ან და კერძო სამართლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიხედვით, არამედ ეს კატეგორიები დადგენილია ქვეყნების მიხედვით, რომელ ქვეყანაში რა ოდენობის სამივლინებო ნორმა იქნება განსაზღვრული. პირობითად, დიდ ბრიტანეთში განსხვავებული იქნება და ისეთ ქვეყანაში, სადაც იმდენი ხარჯები არ არის საჭირო ცხოვრებისთვის, იქ შედარებით ნაკლები იქნება. ეს დამოკიდებული იქნება იმ ქვეყანაში არსებულ საფასო პოლიტიკაზე“,-აღნიშნავს მინისტრი.


ინტერპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up