საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ 2022 წლის მდგომარეობით, საწვავის აქციზიდან და დღგ-დან საბიუჯეტო შემოსავალი 1.3 მილიარდ ლარს აღემატება. მისივე თქმით, სახელმწიფოს გადასახადების შემცირება არ შეუძლია, რადგან ეს თანხა ბიუჯეტის შემოსავლების 8-9%-ია და მის გარეშე სახელმწიფო მისი სოციალური ვალდებულებების მომსახურებას ვერ შეძლებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ხუციშვილი ამბობს , რომ საწვავის აქციზის და დღგ-ს შემცირებას ამჟამად შეუძლებლია.
“აქციზიდან და დღგ-დან საუბარია დაახლოებით 1,300,000,000 ლარზე მეტ საგადასახადო შემოსავალზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგადასახადო შემოსავლის 8-9%-ს შეადგენს და ბუნებრივია მიმდინარე წელს, როდესაც ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრი გამოწვევაა, ბუნებრივია ეს მომდინარეობს საომარი მდგომარეობიდან, რომელიც ხორციელდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად. გარკვეულწილად ყველა ქვეყანას, არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც საომარ მდგომარეობაში არიან, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორიცელებდნენ აქტიურად უკრაინასთან, რუსეთთან და ბერუსთან, მოუწევს მაღალი ფასის გადახდა ომთან მიმართებაში და ბუნებრივია იფნლაციაც არის ის ფასი, რომლის გადახდაც თითოეულ ადამიანს მოუწევს.
ჩვენ ვხედავთ ინფლაციის დონე 30-40 წლის მაქსიმუმზეა ევროპის და ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში და ჩვენ მეზობელ ქვეყნებში და საქართველო ვერანაირად ვერ იქნება იზოლირებული ამ პროცესებიდან”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.