ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ტურიზმის სექტორში ქონების გადასახადის გაუქმება დაახლოებით 1000-1200 მეწარმეს შეეხება.
როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მეწარმეები ჯამურად 49 მლნ ლარს დაზოგავენ.
“ქონების გადასახადი ტურიზმის სექტორისთვის - ეს ეხება სასტუმროებს, კვების ობიექტებს, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან სრულად დაკავებული.
“მთავრობის ინიციატივით, დაანონსდა მიმდინარე წლის ქონების გადასახადის გაუქმება. პარლამენტმა უკვე მიიღო შესაბამისი კანონი 2022 წლის ქონების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს ინიციატივა შესრულებულია. ის ეხება 1000-1200-ზე მეტ მეწარმეს. ჯამში ქონების გადასახადის სახით ისინი დაზოგავენ ჯამურად 40 მილიონ ლარს. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა ამ სექტორისთვის. აღდგენის ის ტემპი, რაც ტურიზმის სექტორში გვაქვს, ბოლო თვეების განმავლობაში ნამდვილად დამაიმედებელია”,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ipn.ge