ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 6 მილიარდ 93 მილიონი ლარი იქნება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 6 მილიარდ 93 მილიონი ლარი იქნება

access_time2021-07-14 23:00:00

„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები გაზრდის მიმართულებით ხდება და ამ გაზრდილი ბიუჯეტიდან უდიდესი ნაწილი არის ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება - 600 მლნ ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და ჯამში ის 6 მილიარდ 93 მილიონი ლარი იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.




გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი წილი - 446 მილიონი ლარი - პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებისთვისაა გამიზნული და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტში წელს ამ მიზნით ჯამში 846 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული. იგი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: მკურნალობის ხარჯებს, საწოლ-ფონდის მობილიზებას, ტესტებს, პირადი დაცვის საშუალებებს, ვაქცინაციისთვის საჭირო თანხას. „თანხა სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ მოსახლეობის 60%-ის აცრა შევძლოთ. შესაბამისი მოლაპარაკებებიც დასრულებულია და სამედიცინო სექტორი მზად არის იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი განხორციელდეს და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი რაც რჩება, არის მოსახლეობის ჩართულობის საკითხი. ამ კუთხით მუშაობის გააქტიურება მოუწევს როგორც სამინისტროს, ასევე თითოეულ ჩვენგანს, რომ ის შედეგი მივიღოთ, რაც საბოლოო ჯამში პანდემიას შედარებით უმტკივნეულოდ გადაგვატანინებს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.





მისივე თქმით, დამატებითი დაფინასება გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებებითაც: ესაა იმუნიზაციის, იშვიათი დაავადებების, დიალიზის პროგრამები, დევნილთა და ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა. ბავშვთა დახმარება გაორმაგდა და 1 ივლისიდან, ნაცვლად 50 ლარისა, გაიცემა 100 ლარი. გაიზარდა დახმარების მიმღებთა რაოდენობა, რაც 215 ათას ბენეფიციარს შეადგენს. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტის შემოსულობები - 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება, რაც მეორე კვარტლის დასაწყსიდან ეკონომიკის გაუმჯობესების მიმართულებით რადიკალურად შეცვლილმა მდგომარეობამ განაპირობა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტს მხარს უჭერს, თუმცა შემდეგი ბიუჯეტის დაგეგმარებისთვის კომიტეტს აქვს გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებები. „იმედი გვაქვს, ერთობლივი მუშაობით, რეალობის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ ბევრი პრობლემის გადაჭრას, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად დროულად გადაწყვეტას საჭიროებს, მათ შორისაა ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი სამედიცნო ბრიგადების სახელფასო უთანაბრობის საკითხი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.




თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up