ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა

access_time2022-11-28 17:50:41

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა 2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც კანონის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს  30 ნოემბერს წარედგინება.


მისი თქმით, დაზუსტდა მიმდინარე - 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ნაცვლად 8,5%-ისა იქნება 10%.


„ეს არის ზრდის მაჩვენებელი, რომელიც ასევე, გაზიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიმდინარე წელს ნავარაუდევია, დაახლოებით, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა.  წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, იზრდება 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი, დაახლოებით, 390 მილიონი ლარით. გარდა ამისა, იზრდება სესხების დაბრუნებისა და სხვა შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლები, დაახლოებით, 270 მლნ ლარით. ეს იქნება ის  რესურსი, რომელიც დამატებით გამოიყოფა 2023 წლის ბიუჯეტში. ჯამში, 660 მილიონი ლარი და შესაბამისად, ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც, რომელიც  მიაღწევს 25 მილიარდ ლარს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.



მან დეტალურად ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც მიიმართება დამატებითი ფინანსური რესურსები.


„როგორც იცით, 2013 წელს პირველად დაიწყო სოციალურად დაუცველთა ოჯახებში ბავშვების დახმარების პროგრამა. მანამდე ასეთი პროგრამა არ არსებობდა. პირველ ეტაპზე, ეს იყო 10 ლარი, შემდეგ ბოლო 2 წლის განმავლობაში დახმარება 50 ლარიდან გაიზარდა 150 ლარამდე. ახლა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მომდევნო წლის პირველი ივლისიდან, კიდევ 50 ლარით გავზრდით ბავშვთა დახმარებას და ერთ ბავშვზე დახმარება განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით. ამ მიზნით დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტს გამოვყოფთ. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება ე.წ. დეკრეტულ შვებულებას. როგორც მოგეხსენებათ, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში უკვე გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად, ეს თანხა განისაზღვროს 2000 ლარით," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, 2023 წელს დამატებით 150 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება განათლების დაფინანსებაზე, რომლის ფარგლებშიც დაიწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და 100 მილიონი ლარი მიიმართება მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და  რეაბილიტაციისთვის. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე.


კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, ესაა ტურიზმი. მისი განცხადებით, ტურიზმი არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც კვლავ იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მომდევნო წლებში, გამომდინარე იქიდან, რომ რაოდენობრივ ჭრილში, მხოლოდ 60%-იანი აღდგენა გვაქვს 2019 წელთან შედარებით.


„აქედან გამომდინარე, ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე და არსებულის  განვითარებაზე, მომავალ წელს დამატებით გამოიყოფა 200 მლნ ლარი. ეს ხელს შეუწყობს ახალი ადგილების, მიზიდულობის ცენტრების გაჩენას ქვეყანაში, რომლებიც მოემსახურება ტურისტულ სექტორს. ასევე, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოიყოფა დამატებით 170 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე დამატებით გამოიყოფა 30 მილიონი ლარი. კულტურისა და სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 55 მილიონი ლარი, მათ შორის, 25 მილიონი ლარი მიიმართება 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებაზე, ასევე, მეორე წარდგენასთან შედარებით დაფინანსება გაეზრდებათ სპორტულ ფედერაციებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საზღვრის ინფრასტრუქტურაზე დამატებით მიიმართება 35 მილიონ ლარზე მეტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებაზე დამატებით გამოიყოფა 10 მილიონი ლარი, ხოლო, 20 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული   ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო აპარატურის ნაწილობრივი შესყიდვისთვის.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up