ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

access_time2021-05-04 15:50:00

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, როგორც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) მაღალი დონის შეხვედრაში, თემაზე: „რეგიონული თანამშრომლობის აღდგენა ციფრული ტრანსფორმაციის გზით“. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა თუ როგორ შეუძლია CAREC-ს უფრო ეფექტურად შეუწყოს ხელი კერძო-საჯარო დიალოგს ამ მიმართულებით.


როგორც მან აღნიშნა, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის განვითარება, ქმნის ციფრული ინტეგრაციის შესაძლებლობებს. ამ პროცესს კი შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში.


„ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაცია, სატრანსპორტო დერეფნებისა და ლოგისტიკური სისტემების სინქრონიზაცია, მონაცემებისა და დოკუმენტაციის ელექტრონული გზით გაცვლა - ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ „ციფრული ინტეგრაციის გზით შეიძლება. პანდემიის შემდგომ პერიოდში, CAREC-ის წევრმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა ამ მიმართულებით, თუმცა მხოლოდ მთავრობების მხრიდან ძალისხმევა არ არის საკმარისი, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიალოგს კერძო სექტორთან. ყველას გვესმის, რომ ინტეგრაციის პროცესის საბოლოო ბენეფიციარი სწორედ კერძო სექტორი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბიზნესი განვიხილოთ როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი წარმმართველი ძალა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.



მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობა და ლოგისტიკური დერეფნის ფორმირება, აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი მიზნებია.


„ამ მიმართულებით, მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშნელოვანი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს აზიის განვითარების ბანკი. ესაა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთიანი საბაჟო- გამშვები პუნქტის ინოვაციური იდეა. ეს არის პროექტი, რომელიც ქმნის არა მხოლოდ მყარ ინფრასტრუქტურას. პროექტი შეიმუშავებს ციფრულ პლატფორმას, რომელიც დაკავშირებული იქნება ორივე ქვეყნის ინფორმაციულ სისტემებთან. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას და შესაძლოა, გახდეს კარგი მოდელი CAREC- ის დერეფნისთვის“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის სტანდარტების ჰარმონიზაციის ციფრულმა გადაწყვეტამ, მონაცემთა გაცვლის კოორდინირებულმა სისტემამ, შესაძლოა, გაზარდოს აღნიშნული დერეფნის პოტენციალი.


„გარდა ამისა, ქვეყნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ რეფორმებს, რომლებიც მიმართული იქნება სხვადასხვა სექტორის დერეგულაციისკენ და კერძო სექტორის როლის გაძლიერებისკენ. ამ კუთხით, თითქმის ყველა ქვეყანაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი. განსაკუთრებით, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების პროცესში. აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობას. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან წვლილს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მაღალი დონის შეხვედრაში, მონაწილეობა მიიღეს ADB-ის გენერალურმა დირექტორმა, CAREC-ის წევრი ქვეყნების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა. ფორუმის მოდერატორი იყო ჟურნალ „ეკონომისტის მთავარი რედაქტორის მოადგილე ტომ სტენეჯი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up