ფინანსთა სამინისტრო - სსფ-ის 2022-2028 წლების გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველომ 193 სახელმწიფოს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა

ფინანსთა სამინისტრო - სსფ-ის 2022-2028 წლების გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველომ 193 სახელმწიფოს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა

access_time2023-04-12 15:50:46

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების განახლებული შეფასებისა და გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 193 სახელმწიფოს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შედეგი ოთხი მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით გაანალიზდა:

ქვეყანა მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) პირველ ადგილზეა:


• ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ზრდის ტემპის მიხედვით - აღნიშნულ წლებში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 51 პროცენტით იზრდება;


• მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით - 2023 წელს GDP per capita (PPP) ხდება 21 922 დოლარზე მეტი, 2028 წლისთვის კი აჭარბებს 31 458 დოლარს.


• მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP, 2017 international dolar) ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით -  2022 წელს GDP per capita (PPP) მუდმივ ფასებში გახდა 17 145 დოლარი, 2028 წლისთვის კი გადააჭარბებს  23 315 დოლარს.



• ასევე, 2021-2028 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველო მშპ ერთ სულ მოსახლეზე  აშშ დოლარში  ($GDP per capita) ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზე, ხოლო მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) პირველ ადგილზეა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვას გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუა.


„აღნიშნული შედეგები მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა მყარ საფუძველს, რათა ქვეყანამ ლიდერულ პოზიციებზე განავითაროს ეკონომიკა. 2022 წლიდან საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (GDP PPP) მიხედვით, ერთ სულზე აჭარბებს 20 243 დოლარს და კავკასიაში გასულია პირველ ადგილზე. კავკასიაში პირველობას ქვეყანა მყარად ინარჩუნებს შემდგომ წლებშიც. საქართველოს $GDP per capita 2022- 2028 წლებში 126%-ით იზრდება და 2028 წელს 11 289 $-ს გადააჭარბებს. 7 წლის განმავლობაში (2022-2028წწ) საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში წლიურად, საშუალოდ, ორნიშნა მაჩვენებლით - 12.4%-ით იზრდება. მომდევნო წლებში, აღნიშნული საშუალო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს მშპ ერთ სულზე 2030 წელს გადააჭარბებს 14 000 აშშ დოლარს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით", - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up