28 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერზე წინადადებების მიღება 10 ოქტომბერს დასრულდა.
ტენდერი მოიცავს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე არსებული სხვადასხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებას და ტექნიკური მომსახურებას.
გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 4.6მლნ ლარია, თუმცა შპს ,,ავტო ვორლდ’’ ამ სამუშაოებს 2.7 მლნ ლარად შეასრულებს. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და აღნიშნული კომპანია ერთადერთი კანდიდატია.
ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით პრეტენდენტს 2019 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 105000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება.
პრეტენდენტს სერვისცენტრები უნდა ჰქონდეს თბილისში,ბათუმში,ქუთაისში,ზუგდიდსა და გორში. ასევე პრეტენდენტის სერვის-ცენტრები აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით.
შპს ავტო ვორლდ AVTO WORLD- დაარსებულია 2013 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 9.4მლნ ლარია.
კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა კი ასეთია:
თორნიკე მიმინოშვილი 50%;
ვაჟა მარტყოფლიშვილი 50%.
წყარო: https://gbc.ge