ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალ დაჩქარებულ შესაძლებლობას სთავაზობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალ დაჩქარებულ შესაძლებლობას სთავაზობს

access_time2021-12-16 17:45:00

გადასახადის გადამხდელთა ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საქონლის გაფორმებისა და გაშვების ფორმალობების გამარტივების მიზნით, ინიცირებული იქნა ცვლილებები საბაჟო კანონმდებლობაში, რომლის თანახმადაც, 15 დეკემბრიდან, გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალი დაჩქარებული შესაძლებლობები ეძლევათ. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


„კერძოდ, საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისთვის საჭირო დრო.


კომერციულ ბანკებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურისთვის ონლაინ რეჟიმში, მყისიერად, ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ, საბანკო დაწესებულებაში განხორციელებული სახაზინო გადარიცხვები. შესაბამისად, დეკლარანტის მიერ, წარმოსადგენ გადახდის დოკუმენტს ჩაანაცვლებს ბანკის მიერ ელექტრონულად მოწოდებული ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება საქონლის დაუყოვნებლივ გაშვება თავისუფალ მიმოქცევაში.


ამასთან, ახალი ცვლილებები, ასევე მნიშვნელოვნად დააჩქარებს წინასწარ დეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ფორმალობებსაც. კერძოდ: სხვადასხვა ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი თავად განახორციელებს საქონლის გაშვებას (ცვლილებამდე, კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად/ნაწილობრივ გადახდა დეკლარაციის დამუშავებიდან 1 საათის განმავლობაში დადასტურდება გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით ან საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით).



აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი ვერ განახორციელებს ტვირთის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას, ამ პროცედურას შეასრულებს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო შემდეგი პირობების გათვალისწინებით, თუ - წარდგენილი იქნება კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტია, ან კუთვნილი იმპორტის გადასახდელის გადახდა დადასტურდება საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით, ან იმპორტის გადასახდელის ნაწილზე წარდგენილი იქნება გარანტია და დანარჩენი ნაწილის გადახდა დადასტურდება საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით.


აქვე აღვნიშნავთ, რომ დეკლარანტს საქონლის გაშვების შესახებ ინფორმაცია, გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, სისტემაში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერზე.


სწორედ, აღნიშნული ცვლილების გაცნობის მიზნით, გაიმართა შეხვედრა კომერციული ბანკებისა და სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები ვლადიმერ ხუნდაძე და ლევან წითელაშვილი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი ნოდარ კაკრიაშვილი.


საქართველოში მოქმედ რამოდენიმე საბანკო დაწესებულებასთან, უკვე გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები (,,საქართველოს ბანკი“, ,,თიბისი ბანკი“, ,,ლიბერთი ბანკი“, ,,პაშა ბანკი“, ,,ბანკი ქართუ“ და ,,სილქ როუდ ბანკი“), ხოლო შემდგომ ეტაპზე, საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up