ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტება

access_time2021-07-09 21:46:08

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ 9 ივლისს, ქალაქ ოზურგეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მეწარმის სავაჭრო ობიექტის დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო საქონლით (სიგარეტი) ვაჭრობის ფაქტი. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.



„ამ დროს აღნიშნულ ობიექტზე მყოფმა მეწარმემ და სხვა პირებმა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებს, ხელი შეუშალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და აიძულებდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია.



შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეწარმის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ ამოიღეს უაქციზო თამბაქოს ნაწარმი და ვერ შეძლეს კანონით დადგენილი სხვა პროცედურების განხორციელება, რის გამოც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.




ამასთან, ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.



აქვე, აღვნიშნავთ, რომ მედია საშუალებებს გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის არ მიუმართავთ.



ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო საქონლის შენახვის/გადაზიდვის/რეალიზაციის მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up