ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით მედიასემინარი გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით მედიასემინარი გაიმართა

access_time2022-12-18 15:35:06

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტის - „კომუნიკაცია მედიასთან“ ფარგლებში, ეკონომიკური პროფილის მქონე ჟურნალისტებისთვის მედიასემინარი გაიმართა.

სემინარი გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ. მან მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში 2022 წელს განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

,,მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ვისაუბროთ უწყებაში მიმდინარე აქტუალური სიახლეების შესახებ, რაც მედია საშუალებებთან კონკურენციის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და გადასახადის გადამხდელების ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად. დისტანციური სერვისები, სასაქონლო კოდების ახალი საძიებო სისტემა, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი (AEO), ასევე ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო პროცესების ავტომატიზაციის მიზნით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობა, ეს არის იმ თემების ჩამონათვალი, რომელთა შესახებ ისაუბრებენ სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და გამოვთქვავ იმედს, რომ ერთობლივი სწავლება იქნება ძალიან ინტერაქტიური და კონსტრუქციული. ამასთან, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და აქტიური ჩართულობისთვის. “,- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ,,თბილისის“ გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და იმპორტში მოქცევისთვის აუცილებელ საქონლის გაფორმების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.

აღნიშნულ სწავლებას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი თევდორაძე, ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი გიორგი მახარობლიშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები.

საინფორმაციო შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up