ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ქვეყნის სატყეო რეფორმაში მიიღებს მონაწილეობას

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ქვეყნის სატყეო რეფორმაში მიიღებს მონაწილეობას

access_time2021-11-04 09:50:22

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ საქართველოს სატყეო რეფორმის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი თანამშრომლობის ხელშეკრულებას კომპანიამ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ხელი უკვე მოაწერეს. 



„კრისტალისა“ და GIZ-ის პარტნიორობა ქვეყნის სატყეო რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტის, ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში, კომპანია დაფინანსების ხელმისაწვდომობას გაზრდის  და შექმნის სპეციალურ საკრედიტო პროდუქტს, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, ენერგოეფექტური ღუმელი და შეშის ალტერნატიული საწვავი საშუალება სამომხმარებლო სესხით შეიძინონ. ჯამში, ამ მიზნით 10,500,000 ევროს ოდენობის დაფინანსება იქნება გამოყოფილი. 



აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოც, რომელიც ენერგოეფექტური ღუმელების ვაუჩერული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. ინიციატივა ბაზარზე ენერგოეფექტური ღუმელების წილის 30%-მდე და ალტერნატიული საწვავის წილის 15%-მდე ზრდას ისახავს მიზნად. 

სატყეო რეფორმა სულ სამ კომპონენტს მოიცავს: ტყის მდგრადი მართვა,  ბაზრის განვითარება ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავისთვის და საარსებო საშუალებები და ადგილობრივი თვითმმართველობა ტყის მართვაში.




როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე „კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ აღნიშნა, GIZ-თან პარტნიორობა კომპანიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის - გარემოზე ზრუნვისა და დაცვის მისაღწევადაა მნიშვნელოვანი: „ღირებულებებზე დაფუძნებული მოდელი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ნათლად გამოხატავს „კრისტალის“ 3P პრინციპის დაცვას, რაც ფინანსურ, სოციალურ და გარემოსდაცვით შედეგებს თანაბრად ითვალისწინებს.


მომხმარებლებისთვის ენერგოეფექტური ალტერნატივების შეთავაზებით, გვსურს ხელი შევუწყოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებების დაფინანსებასა და საქართველოს ტყეებზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. კრისტალს, როგორც კომპანიას, რომელიც ფართო რეგიონული დაფარვით, მომხმარებელთა დიდი რაოდენობითა და ინოვაციური ფინანსური სერვისებითაა გამორჩეული, შეუძლია, სატყეო რეფორმის პროექტში ღირებული როლი შეასრულოს“ - აცხადებს ილია რევია. 


ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა კი აღნიშნა, რომ სატყეო სექტორის რეფორმა და თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია. „ვფიქრობ, კერძო სექტორის ჩართულობა, მოქნილი საბანკო ოპერაციები და შეღავათიანი სესხები კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის. ამავდროულად, ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების ინტერესის გაღვივებას კლიმატგონივრული ტექნოლოგიებისა და საბანკო შეთავაზებების მიმართ. მივესალმები კერძო სექტორთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით ტყის დაცვისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში“, - განაცხადა მან. 

 

 

პროექტი საქართველოს 3 სამიზნე რეგიონს -  კახეთს, გურიასა და მცხეთა-მთიანეთს მოიცავს. იგი მწვანე კლიმატის ფონდის (GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ),  საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ხორციელდება. მთლიანობაში პროექტს 7 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა, ეროვნული სატყეო სააგენტო (NFA), გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (DES), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEIC) და სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) GIZ-თან თანამშრომლობით განახორციელებენ. 




თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up