ფინანსური პრობლემების გამო ტვიტერმა აუქციონზე საოფისე და სამზარეულოს ტექნიკა გაიტანა. კომპანიის ხელმძღვანელობაში ილონ მასკის მოსვლის შემდეგ კომპანიამ სერიოზული ფინანსური ზარალი განიცადა.
ახლა თანამშრომლები იძულებულნი არიან გაყიდონ ის, რაც ჰქონდათ სან-ფრანცისკოს ოფისში: ყავის აპარატები, გრილები, პიცის ღუმელები, ნეონის უზარმაზარი ლურჯი ჩიტით, მინი ფოტო ჯიხურები, 48 ყუთი სამედიცინო ნიღაბი და მრავალი სხვა.