ფინანსური სანდოობის და საკრედიტო რეიტინგების გაუარესება - რას გამოიწვევს ბიუჯეტის დეფიციტის ანტირეკორდი

ფინანსური სანდოობის და საკრედიტო რეიტინგების გაუარესება - რას გამოიწვევს ბიუჯეტის დეფიციტის ანტირეკორდი

access_time2021-10-04 13:00:15

2021 წლის 6 თვეში ბიუჯეტის დეფიციტმა 7.6%-ს მიაღწია. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ზაფხულში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობა 154 მლნ ლარით ნაკლებ ახალ ვალს აიღებს. ასაღები ვალის შემცირებამ და ეკონომიკის ზრდის ტემპის შედარებით დაჩქარებამ ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან თანაფარდობის წლიური პროგნოზი 7.7%-დან 6.9%-მდე შეამცირა, თუმცა დეფიციტი მაინც რჩება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე (3%) ზემოთ.



ბიუჯეტის დეფიციტის საგანგაშო მაჩვენებელზე და მისი შემცირების გზებზე „კომერსანტთან“ ეკონომისტი ანა გოგოლაძე საუბრობს.



„ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტი 3%-იან ზღვარს ქვემოთ უნდა იყოს, მაგრამ შარშანდელიდან მოყოლებული, პანდემიური წლის გათვალისწინებით, ბიუჯეტის დეფიციტმა ზღვარს 3-ჯერ გადააჭარბა. დღევანდელი მონაცემებით, 7%-ზე მეტი არის, მაგრამ დაკორექტირებული ბიუჯეტით 6,9%-ზე უნდა ჩამოვიდეს, თუმცა ეს მაჩვენებელიც მაღალია. პანდემიური წლის გათვალისწინებით ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა ახლა მთავარია რა არის მთავრობის ხედვა და რომელი ხარჯების შეკვეცით ფიქრობს მის შემცირებას. თუ მომავალი წლიდან არ დაიწყო ბიუჯეტის დეფიციტმა საგრძნობი კლება, რაც არასასურველი ხარჯების შემცირებით უნდა მოხდეს, ეს ქვეყნისთვის გრძელვადიან პერიოდში რამოდენიმე მიმართულებით ძალიან საგანგაშო იქნება. პირველ რიგში ეს დაარტყამს ქვეყნის ფინანსურ სანდოობას, რადგან ინვესტორებისთვის დიდად აღარ ვიქნებით მიმზიდველი ქვეყანა, ასევე საკრედიტო რეიტინგზე იქონიებს გავლენას და სასესხო პირობები გაგვიუარესდება ანუ ბევრად ძვირი დაგვიჯდება საგარეო ვალის აღება.


მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობას იმის ხედვა არ გააჩნია თუ როგორ აპირებს ზღვრულ მაჩვენებელში დეფიციტის დაბრუნებას. ეს უნდა მოხდეს არასასურველი, არაეფექტიანი ხარჯების შემცირებით. მაგალითად წელს საარჩევნო წელია და ისე მოხდა რომ შტატგარეშე თანამშრომლები თუ ადმინისტრაციული ხარჯები ყველა კვლევის თანახმად გაზრდილია, სწორედ ეს ხარჯები უნდა დაიზოგოს“,
- აღნიშნავს ანა გოგოლაძე.



„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც“ მიიჩნევენ, რომ მიუხედავად 2021 წლის ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებებისა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 6.9%-მდე შემცირდა, დეფიციტის მაჩვენებელი მაინც ძალიან მაღალი რჩება და წლის ბოლომდე მთავრობამ არააუცილებელ ხარჯებში ეკონომია უნდა გააკეთოს. მათი თქმით, დეფიციტის შემცირება დადებითად იმოქმედებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, შეამცირებს ფასების დონესა და ლარის კურსზე უარყოფით ზეწოლას.




ბიუჯეტის მაღალ დეფიციტზე საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი გამოქვეყნებულ მიმოხილვაში იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას. ანგარიშის მიხედვით, სავალუტო ფონდი რეკორდულად გაზრდილ ბიუჯეტში რისკებს ხედავს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხარჯების შემცირება.



„ბიუჯეტს აქვს ძალიან მცირე სივრცე იმისთვის, რათა ხარჯების შემცირება და ფისკალური სივრცის გამოთავისუფლება მოხდეს. საბაზო პროგნოზის მიხედვით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები პრე-პანდემიურ პერიოდზე მაღალი იქნება. ამასთან მთლიან ხარჯებში კაპიტალური ხარჯების წილიც შემცირდება, ხოლო საპენსიო და განათლების ხარჯები კი მშპ-სთან მიმართებით გაიზრდება. ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით მართალია შემცირდება, მაგრამ ის მაინც უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდება, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში იყო. ეს ყველაფერი ჯამში ტოვებს უფრო მცირე სივრცეს ბიუჯეტში ხარჯების შემცირებისთვის. ფისკალური რეფორმების გაგრძელებაა საჭირო, რათა ფინანსური თვალსაზრისით ბიუჯეტში უფრო მეტი სივრცე გაჩნდეს, რამაც ქვეყანა მომდევნო შოკების მიმართ უფრო მდგრადი უნდა გახადოს”, - ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში.



ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს სარეიტინგო სააგენტოც. 2020 წელს, ბიუჯეტის 9.3-პროცენტიანი დეფიციტის შემდეგ, Fitch-ის პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელს 6.8 პროცენტამდე, 2022 წელს 5.1 პროცენტამდე, ხოლო 2023 წელს 3.3 პროცენტამდე შემცირდება.



თუმცა, ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” კანონით გათვალისწინებულ ზღვარს ბიუჯეტის დეფიციტი მხოლოდ 2023 წელს დაუბრუნდება, მანამდე კი 2022 წელს დეფიციტი 4,4%-მდე ჩამოვა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up