ფინეთში თხევადი ბუნებრივი აირის გადამუშავების პირველი მცურავი ტერმინალი ჩავიდა. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს უცხოელი მომწოდებლებისგან გაზით დატვირთული ტანკერები მიიღოს და რუსული მილსადენის გაზი ჩაანაცვლოს.
ინფორმაციას გაზის ფინური ოპერატორი Gasgrid ავრცელებს. ასევე თხევადი გაზს ფინეთიდან ესტონეთიც მიიღებს.
გიბრალტარული გემი Exemplar ფინეთის პორტ ინკუში შევიდა. ფინეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მის 10 წლიან იჯარაზე. ტანკერები ფინეთში თხევად გაზს თვეში ორჯერ ჩაიტანენ, პირველ გემს იანვარში ელოდებიან.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ, ევროპისა და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებდნენ, ფინეთის გადაწყვეტილება სწორედ ამ გეგმის ნაწილია.