ფინეთი სავიზო რეჟიმს უძრავი ქონების მფლობელი რუსებისთვისაც ამკაცრებს

ფინეთი სავიზო რეჟიმს უძრავი ქონების მფლობელი რუსებისთვისაც ამკაცრებს

access_time2022-09-16 14:40:00

ფინეთის ხელისუფლება რუსებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც ქვეყანაში უძრავ ქონებას ფლობს, ვიზების გაცემის პირობებს კიდევ უფრო ამკაცრებს. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ განაცხადა, რასაც ადგილობრივი მაუწყებელი, Yle ავრცელებს.



მისი თქმით, აქამდე აგარაკის, ბინის ან სხვა სახის უძრავი ქონების ფლობა ფინეთში ვიზის მიღების ხელშემწყობ ფაქტორად განიხილებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უძრავი ქონების რუსი მფლობელებისთვის ვიზის გაცემის გართულება რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების ყოვლისმომცველი ღონისძიებების მხოლოდ მცირე ნაწილია. იქვე მან აღიარა, რომ ახალი შეზღუდვების შედეგად ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის მიმართ რუსების ინტერესი შესაძლოა, შემცირდეს.



კითხვაზე, უნდა მიბაძოს თუ არა ფინეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს, რომლებმაც რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემაზე მთლიანად უარი თქვეს, საული ნიინისტემ აღნიშნა, რომ სავიზო საკითხი სუბიექტურ კი არა, ევროკავშირის მასშტაბით საერთო გადაწყვეტილებას უნდა წარმოადგენდეს, რადგან, პრეზიდენტის თქმით, ამჟამად შენგენის ბევრი ქვეყანა რუსებზე ფინეთზე უფრო გულუხვად გასცემს ვიზებს.



9 სექტემბერს ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება დაამტკიცა, რომელიც 12 სექტემბრიდან შევიდა ძალაში. შეზღუდვები გულისხმობს სავიზო მოსაკრებლის 35-დან 80 ევრომდე გაზრდას, ვიზაზე განაცხადის დროს დამატებითი დოკუმენტების წარდგენასა და გაცემის ვადის გაზრდას.



ფინეთმა პირობა დადო, რომ რუსებზე გაცემული ვიზების რაოდენობას დღეში 1000-დან 100-200-მდე შეამცირებს. ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ ამ ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების შენგენის ვიზებით შესვლა სექტემბრის შუა რიცხვებიდან აიკრძალება. მაგალითად, ტალინი ამ აკრძალვას 18-19 სექტემბრის ღამეს აწესებს.


ბიზნესპრესნიუსი





თეგები:
ფინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up