ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ხელი მოაწერა NATO-ში გაწევრიანების კანონს. ხელმოწერის ცერემონია ჰელსინკიში, სამთავრობო სასახლეში გაიმართა.
როგორც საული ნიინისტომ განაცხადა, მას სურს, რომ ფინეთი მზად იყოს ალიანსში გასაწევრიანებლად, როგორც კი განაცხადს ხელს თურქეთი და უნგრეთი მოაწერენ. ეს შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ამ 2 ქვეყანას არ აქვს რატიფიცირებული ალიანსში ფინეთისა და შვედეთის განაცხადები. უნგრეთი ფინეთის განაცხადის რატიფიცირებას მომავალ კვირას გეგმავს, ხოლო თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტი რატიფიცირების პროცესს დაიწყებს