ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადის განხილვა შესაძლოა შვედეთის გარეშე დაუშვას.
„თუ NATO-ში შვედეთის წინადადების განხილვა უფრო დიდი დროით გადაიდება, ფინეთმა შესაძლოა გადახედოს NATO-ში გაწევრიანების შვედეთთან ერთობლივ წინადადებას “, - განაცხადა ჰაავისტომ დღეს ფინურ მედიასთან საუბრისას. თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა ჯერ ნაადრევია.
„ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოების ნომერი პირველი ამოცანა მაინც ისაა, რომ ქვეყნების ერთდროულად მიისწრაფვიან NATO-ში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ისიც თქვა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება, სულ მცირე, თურქეთში არჩევნებამდე გადაიდება. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები კი 14 მაისსაა დაგეგმილი
ჰაავისტომ ასევე აღნიშნა, რომ ფინეთი, შვედეთი და თურქეთი ახალ სამმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც ადრე გაზაფხულზე გაიმართება.