რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოსკოვზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება ფინეთმაც გადაწყვიტა. ჰელსინკმა როსატომს სადავო ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე უარი განუცხადა. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
სადგურის აშენებაზე ნებართვა 2014 წლის სექტემბერში გაიცა. ამ დროისთვის რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძული უკვე ანექსირებული ჰქონდა, დონბასის ნაწილი კი ოკუპირებული. გადაწყვეტილებამ თავიდანვე უკმაყოფილება გამოიწვია.
ფინეთში ამ დროისათვის სულ 5 ბირთვული სადგურია. ისინი წლიურად 22 მლრდ კვტ/სთ-ის გამოიმუშავებენ და მოთხოვნის მესამედს აკმაყოფილებენ.
ფინეთის პასუხი უკრაინაში რუსულ ინტერვენციაზე, მხოლოდ 1 ენერგოპროექტის შეჩერებაში არ გამოიხატება. ფინეთმა შვედეთთან ერთად ათწლეულების განმავლობაში დადებული ტაბუ დაარღვია და NATO-ში ინტეგრაცია გადაწყვიტა. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში წევრობის სურვილის ოფიციალური განაცხადი სავარაუდოდ 12 მაისს გაკეთდება.