ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ღობის მშენებლობა დაიწყო. ამ დროისათვის იქ მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამის შესახებ Yle იუწყება.
სამუშაოები ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს. იმატრას რეგიონში ჯერ სამკილომეტრიანი სატესტო მონაკვეთი განთავსდება.
ღობის გვერდით იგეგმება გზის გაყვანა სასაზღვრო პატრულირებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის. ზოგიერთ ადგილას დამონტაჟდება განათება და დინამიკები.
ფინეთს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ დაახლოებით 200 კილომეტრიანი ბარიერის აშენება სურს. პროექტის მიზანია რუსეთის მხრიდან არასასურველი საზღვრის გადაკვეთის გაძნელება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის მოლაპარაკებები შვედეთთან და ფინეთთან ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 9 მარტს განახლდება.