ფინეთში მძღოლების ჯარიმა $1600-დან იწყება - ნახეთ, ქვეყნების რეიტინგი

ფინეთში მძღოლების ჯარიმა $1600-დან იწყება - ნახეთ, ქვეყნების რეიტინგი

access_time2023-03-27 21:30:48

მსოფლიოში მძღოლებს ყველაზე მაღალი ჯარიმები ფინეთში აქვთ. საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის ფინელი ბიზნესმენი იუსი სალონოია 200 000 დოლარით დაჯარიმდა. თუმცა, მინიმალური ჯარიმა ფინეთში 1600 დოლარიდან იწყება, რაც საკმაოდ მაღალია, წერს Finance.ua.

 

ფინეთს მოსდევს კანადა, სადაც 200 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 25 000 დოლარია;


იაპონიაში ნასვამ მდგომარეობაში მართვისას 8700 დოლარია ჯარიმა, ხოლო წითელ შუქნიშანზე გავლისას - 420 დოლარი;


დიდ ბრიტანეთში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 100 დოლარია, მაგრამ 2017 წელს ბრიტანელი მძღოლი იძულებული გახდა 8000 დოლარი გადაეხადა 275 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას;



იტალიაში ნასვამ მდგომარეობაში მართვისას მძღოლი სოლიდურ ჯარიმას - 6400 დოლარს იხდის და ორი წლით მართვის უფლებს ეკრძალება;


აშშ-ში ჯარიმები განსხვავდება შტატების მიხედვით. ვირჯინიაში სიჩქარის გადაჭარბებისას მძღოლი შეიძლება 2600 დოლარამდე დაჯარიმდეს;


პორტუგალიაში სიჩქარის გადაჭარბებაზე 1900 დოლარია ჯარიმა, ხოლო გერმანიაში - 630 დოლარი;


ჩინეთში სიჩქარის გადაჭარბება 300 დოლარით ჯარიმდება, ნასვამ მდგომარეობაში მართვა - 310 დოლარით, 15-დღიანი პატიმრობითა და მართვის უფლების ექვსთვიანი შეჩერება.


რაც შეეხება საქართველოს, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისას (40 კმ/სთ) 300 ლარით ჯარიმდება. თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, ჯარიმა 400 ლარია, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას თან სდევს დაზიანება, ჯარიმა - 600 ლარია.


თეგები:
ჯარიმები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up