ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს

ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს

access_time2020-09-29 10:55:47


ირაკლი ელაშვილი ფინკა ბანკი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეა. ის ფინკა ბანკს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის სექტემბერში შემოუერთდა. მას ფინანსურ და საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა Barclays Bank, BNP Paribas და თიბისი კაპიტალი. 2017-2019 წლებში ირაკლი თიბისი კაპიტალის დირექტორი და საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ფინანსურ სექტორში მოღვაწეობამდე, ირაკლი საქართველოში ენერგეტიკის სექტორში წამყვან გლობალურ საკონსულტაციო ფირმაში - PA Consulting Group-ში მუშაობდა მენეჯმენტ კონსულტანტისა და სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციებზე. ირაკლი ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (2008), ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საბანკო საქმისა და ფინანსების განხრით (2002). 

 

„მივესალმებით FINCA Impact Finance-ის გლობალურ გუნდში ახალ წევრს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი თავისი მდიდარი გამოცდილებით, ფინკა ბანკის ამბიციური გეგმების განხორციელების პროცესს ეფექტურად წარმართავს. მიზანი ერთია - ფინკა ბანკმა, თავის სეგმენტში, ბაზარზე მოწინავე პოზიცია დაიკავოს, როგორც ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულმა, მომგებიანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელიც მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებსა და ბანკთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებას შესთავაზებს“, განაცხადა ფლორინ ლილამ, ფინკა იმპაქტ ფაინენსის  ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა და ფინკა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

 

 „ჩემთვის დიდი პატივია შევუერთდე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე გლობალურ საბანკო ორგანიზაციას და მის მაღალპროფესიონალურ გუნდს. მიხარია, რომ ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა და სამეთვალყურეო საბჭომ გამოხატა ჩემდამი ნდობა, სათავეში ჩავუდგე ფინკა ბანკს ტრანსფორმაციისა და განვითარების ახალ ეტაპზე. ფინკა ბანკის უპირველესი ამოცანაა, მომსახურების მაღალი სტანდარტი დანერგოს, მათ შორის საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის იმ დიდი ნაწილისათვის, ვისთვისაც სრულ საბანკო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ დაბალია. ფინკა ბანკი, უფრო მეტად ვიდრე აქამდე, მომხმარებელს მომსახურების მაღალ სტანდარტთან ერთად, შესთავაზებს ინოვაციებს და ორიენტირებული იქნება მათთვის  დამატებითი ღირებულების შექმნაზე. ასევე, ჩვენი მიზანი იქნება ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებასა და ეკონომიკის კონკრეტული სექტორების გაჯანსაღებას. დარწმუნებული ვარ, რომ ფინკა ბანკის დიდი ოჯახი, ბანკის ყველა თანამშრომელი, წარმატებით ვუპასუხებთ ამ დიდ გამოწვევებს, გავაგრძელებთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას საქართველოს საბანკო სექტორში და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ბანკის ზრდისა და ტრანსფორმაცის პროცესში.“ - აცხადებს ირაკლი ელაშვილი, ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.


 

ფინკა ბანკის შესახებ

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენლობაა საქართველოში. ფინკამ საქართველოში ოპერირება დაიწყო 1998 წელს და 2013 წლის 6 აგვისტომდე საქმიანობდა როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტი. 2013 წლის 6 აგვისტოს ინსტიტუტმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია აიღო.

ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო აქციონერები და ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, და Triple Jump.

ფინკა ბანკი საქართველო ორიენტირებულია თავის მთავარ სეგმენტს, მათ საჭიროებაზე მორგებული, ახალი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს ტექნოლოგიურად ინოვაციური, გაზომვადი და დამატებითი ღირებულების მომტანი გადაწყვეტილებებით. ბანკი დღეისათვის 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება ქვეყნის ყველა რეგიონში.

 

 

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up