ირპენში 1200 ბავშვზე გათვლილი ბომბსაფარი შეიძლება აშენდეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე გამართა მოლაპარაკებები ფინური კომპანია Temet-ის წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ განცხადება ირპენის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა გააკეთა.
ირპენის და კომპანია Temet ჯგუფის ხელმძღვანელობა ლიცეუმ „მრიას“ ესტუმრა. ფინური კომპანია გეგმავს, რომ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დიდი ბომბსაფარი ააშენოს, რომელიც 1200 ბავშვზე იქნება გათვლილი.
ბომბსაფარის აშენება სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით 10 მეტრის სიღრმეზე იგეგმება. სამომავლოდ ის გამოიყენება როგორც თავშესაფრად, ისე სპორტულ დარბაზადაც.
Temet-ი ბაზარზე 1953 წელს შევიდა. მას აქვს ათასობით თავშესაფარი ფინეთში, რომლებიც ფინეთის სამოქალაქო თავდაცვის რეგულაციების შესაბამისადაა შექმნილი.
1970-იან წლებში კომპანიამ დაიწყო ექსპორტი საერთაშორისო ბაზარზე და ფეთქებადი და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დაცვის საშუალებების წამყვან მწარმოებლად იქცა მსოფლიოში.