დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ (FDIC) მიაღწია შეთანხმებას Silicon Valley Bridge Bank-ის ყველა აქტივისა და დეპოზიტების გაყიდვის შესახებ აშშ-ში დაფუძნებულ First-Citizens Bank & Trust Company-ზე, ნათქვამია FDIC-ის განცხადებაში. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
Silicon Valley Bridge Bank-ი FDIC-ის მიერ შექმნილი ბანკია, რომელმაც Silicon Valley Bank-ის აქტივები და დეპოზიტები ჩაიბარა. შეგახსენებთ, რომ Silicon Valley Banი მარტის დასაწყისში დაიხურა.
ორშაბათს, 27 მარტს, Silicon Valley Bridge Bank-ის 17-ვე ფილიალი დაიწყებს მუშაობას First-Citizens Bank & Trust-ის ფარგლებში.