ამერიკული First Republic Bank-ი, რომელიც, Silicon Valley Bank-ის გაკოტრების ფონზე, ბოლო ხუთ სესიაზე თითქმის 70%-ით დაეცა, ბიზნესის გაყიდვას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ბანკი დამატებით ლიკვიდურობის მოზიდვის შესაძლებლობასაც იკვლევს.
S&P Global Ratings-მა და Fitch Ratings-მა ოთხშაბათს First Republic Bank-ის რეიტინგი ბანკში დეპოზიტებიდან თანხების გადინების გამო დააქვეითეს.
კვირას ბანკმა განაცხადა, რომ მან გააძლიერა თავისი ფინანსური მდგომარეობა ფედერალური სარეზერვო და JPMorgan Chase & Co.-ის დამატებითი ლიკვიდურობით და გააჩნდა 70 მილიარდ დოლარზე მეტი რესურსი.
გარდა ამისა, First Republic Bank-მა განაცხადა, რომ ამერიკული მარეგულირებლების მიერ დახურული Silicon Valley Bank-ისგან განსხვავებით, რომელიც დამწყებ კომპანიების დაკრედიტებაზეა ფოკუსირებული, მასში ასეთი კლიენტების ანგარიშების წილი მხოლოდ 9%-ია.
First Republic Bank-ის აქციების ფასი ხუთშაბათის, წინასწარი ვაჭრობის დროს, 28%-ზე მეტით დაეცა.