ამერიკულმა First Republic Bank-მა 11 ბანკიდან აშშ-ში 30 მლრდ დოლარი მიიღო. ამ ბანკებს შორისაა - JPMorgan Chase & Co., Bank of America Corp., Citigroup Inc. და Wells Fargo & Co.
როგორც 11 ბანკის ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული, JPMorgan Chase, Bank of America, Citigroup-ი და Wells Fargo First Republic Bank-ის დეპოზიტზე 5 მლრდ დოლარს განათავსებენ;
Goldman Sachs Group Inc.-ი და Morgan Stanley - 2,5 მლრდ დოლარამდე;
BNY Mellon-ი , PNC Financial Services Group-ი, State Street Corp.-ი, Truist Financial Corp.-ი და U.S. Bansorp-ი - 1 მლრდ დოლარს.
„ეს გადაწყვეტილება გამოხატავს ნდობას First Republic ბანკისადმი და აჩვენებს ჩვენს ერთგულებას, დავეხმაროთ ფინანსურ ინსტიტუტებს იმაში, რომ გააგრძელონ თავიანთი კლიენტების მომსახურება. რეგიონული, საშუალო და მცირე ზომის ბანკები გადამწყვეტია აშშ-ს ფინანსური სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის," - ნათქვამია 11 ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული First Republic Bank-ი, Silicon Valley Bank-ის გაკოტრების ფონზე, ბოლო ხუთ სესიაზე თითქმის 70%-ით დაეცა და Bloomberg-ის ცნობით, ბიზნესის გაყიდვას განიხილავდა.