ფიშინგი უძრავი ქონების ბაზარზეც გაჩნდა - ასოციაცია

ფიშინგი უძრავი ქონების ბაზარზეც გაჩნდა - ასოციაცია

access_time2022-12-20 23:30:50

უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტები სექტორში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.


"საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ მმართველი საბჭოს წევრი და კომპანია Noble Reale Estate-ის დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სერიოზულ პრობლემას ქმნის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს უძრავი ქონების კომპანიების ლიცენზირება და სფეროში შემოსვლა ყველასთვის შესაძლებელია, ეს კი მომხმარებლის უფლებებს აზიანებს.


„ასოციაცია დაახლოებით 8 წელია არსებობს, მისი თვითმიზანი კი ყოველთვის იყო და რჩება მთავარ პრიორიტეტად ლიცენზირების საკითხი. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს მოგვარებულია, იგივე, ჩვენ ვართ ევროპის ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოში და როდესაც გაკეთდა ანგარიში ევროპის ქვეყნებზე, ჩვენს ქვეყანაზე არცთუ კეთილსაიმედო ჩანაწერი გაკეთდა.


რაც შეეხება ამერიკის მაგალითს, ჩვენ ვართ ამერიკის რეალტორთა ასოციაციის წარმომადგენლობა საქართველოში და მოგეხსენებათ, ამერიკაში ეს ბიზნესი ყველაზე მეტად დარეგულირებულია,“-აცხადებს მებაღიშვილი.


მისივე მტკიცებით, სფეროს ლიცენზირების აუცილებლობისთვის საქმის კურსშია ბიზნეს ომბუდსმენიც. მებაღიშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში სამუშაო შეხვედრებიც დაიგეგმება.



„უძრავი ქონების მიმართულებით ქვეყანაში ქაოსია. უძრავი ქონების ძალიან ბევრი კომპანიაა შემოსული, რომელიც ბაზარზე ხარისხს აგდებს. უძრავი ქონების აგენტი და ბროკერი ძალიან საპასუხისმგებლო რგოლია, მას თუ არ აქვს სანდოობა და პროფესიონალიზმი, როგორ შეიძლება მას ვანდოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო? ჩვენ როგორც ასოციაცია მზად ვართ ჩავერთოთ პროცესში, გვაქვს განათლების კომიტეტი და შეგვიძლია ამ ადამიანების პროფესიული ცოდნის ამაღლებაც.


ასევე გვაქვს იურიდიული კომიტეტი და საერთაშორისო აკრედიტაცია. იმედი გვაქვს, სახელმწიფოსგან იქნება ინტერესი და ამაზე მუშაობა დაიწყება“-აცხადებს მებაღიშვილი.


კითხვაზე,ხომ არ იქნება სფეროს ლიცენზირების გადაწყვეტილების მიღება ერთგვარი არაპოპულარული ნაბიჯი და თუ არის დათვლილილი, დაახლოებით რამდენ კომპანიას მოუწევს ბაზრის დატოვება, მებაღიშვილი განმარტავს,რომ ამის დათვლა შეუძლებელია.


„ჩვენთან უძრავი ქონების კომპანიებს ხსნიან რუსებიც, უკრაინელებიც, არაბეთის ქვეყნების წარმომაგდგენლებიც. ასაქმებენ დაახლოებით 40-80 ადამიანს და თან ისე, რომ არანაირი კომპეტენცია არ აქვთ. პორტალებზე ძალიან ბევრი ყალბი განცხადებები ვრცელდება, აბსოლუტურად მიუხედავია ეს ბიზნესი. ამ დროს მომხმარებელი რჩება მოტყუებული. უფრო მეტიც, არსებობს სხვადასხვა თაღლითური სქემებიც.


ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ფიშინგი (ეს არის კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმა, რომლის მიზანია მსხვერპლს მოტყუების გზით მოპაროს სენსიტიური ინფორმაცია ან მოახდინოს კომპიუტერის კომპრომეტაცია) უძრავ ქონებაშიც გაჩნდა. პორტალებზე გაჩნდნენ ამაზე წამსვლელი ადამიანები, იწერებიან WhatsApp-ის საშუალებით და ცდილობენ თაღლითურ გარიგებაში შესვლას,“-აცხადებს მებაღიშვილი.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up