„Fitch-ის ნეგატიურმა პროგნოზმა შესაძლოა ინვესტიციების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფულადი დახმარების შემცირება გამოიწვიოს“

„Fitch-ის ნეგატიურმა პროგნოზმა შესაძლოა ინვესტიციების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფულადი დახმარების შემცირება გამოიწვიოს“

access_time2020-10-23 11:00:31

სარეიტინგო სააგენტო Fitch საგარეო ვალს საქართველოს სუვერენული რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ შემზღუდავ ფაქტორად ასახელებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ პანდემიის ფონზე მოზიდული სახსრები ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას ქვეყნისადმი, თუმცა რისკებს უქმნის რეიტინგს. მათი ინფორმაციით, საქართველოს მიერ მოზიდული სახსრები მშპ-ს 7.8%-ს უტოლდება, ეს თანხა კი აღემატება 2020 წლის საჭიროებას რაც რეზერვის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 500 მლნ ევროს მოცულობის ობლიგაციების დაფარვა ქვეყანას 2021 წლის გაზაფხულზე უწევს. ობლიგაციების გასტუმრება ქვეყნის მთლიან საგარეო ვალს 2.8%-ით შეამცირებს, დეფიციტს კი 2023 წლისთვის მშპ-ს 3%-მდე.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ შეიძლება Fitch- ის ასეთი შეფასება იყოს ერთ-ერთი  სიგნალი, რომ საქართველოში ნაკლები ინვესტორი შემოვიდეს ან თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფულადი დახმარების გაცემა შეგვიმცირდეს.

 

„Fitch აღნიშნავს, რომ საგარეო ვალის ზრდა და ზოგადად სახელმწიფო ვალში დოლარის დიდი რაოდენობით არსებობა პრობლემურია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საკრედიტო რეიტინგებს ზომავს და როცა ვალი იზრდება, ეს ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს, იქვეა აღნიშნული, რომ ამ წლის ბოლომდე ვალი მშპ-სთან მიმართებაში 58%-ზე მეტს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ჩვენივე კანონმდებლობით ეს მაჩვენებელი 60%-ზე მეტი არ უნდა იყოს, რაც იმას გულისხმობს, რომ ის უკვე მაღალია. ჩვენთვის ეს რთულია, რადგან პატარა ეკონომიკა ვართ, შემოსავალი დაბალი გვაქვს, შემდეგ კი გვიჭირს ამ ვალის მომსახურება და გადახდა. ეს  ჯერ კატასტროფა არ არის, ცუდია ცხადია და ლოგიკურია, რომ კრედიტის გამზომი ორგანიზაცია ვალის ზრდას უარყოფითად აფასებს. მომავალ წელს ვალი ცოტათი შემცირდება 56%-მდე, მაგრამ წინა წელს 39% იყო და გასაგებია, რომ ძალიან დიდი ნახტომია. უცხოურ ვალუტაში აღებული სესხი თავისთავად რისკია, რადგან ეროვნულ ვალუტაში გამოხატულად შეიძლება 60%-ს გადასცდეს რაც პრობლემა იქნება.


მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი რომელიც ნამყოფი არ არის ქვეყანაში და უნდა ინვესტირება, საქართველოს აფასებს ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიხედვით. შეიძლება Fitch- ის ასეთი შეფასება იყოს ერთ-ერთი  სიგნალი, რომ ნაკლები ინვესტორი  შემოვიდეს საქართველოში ან თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფული რომ დაგვჭირდეს უფრო ნაკლები მივიღოთ“, - განმარტა სოსო ბერიკაშვილმა.



ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილის აზრით, სუვერენული ობლიგაცია, რომელიც საქართველოს აქვს გამოშვებული და შესაბამისად ამ ობლიგაციის ფასი და პერსპექტივები, ბევრი თვალსაზრისით დამოკიდებულია რეიტინგზე, იმიტომ რომ სარეიტინგო სააგენტოებს უყურებენ ინვესტორები და ამის მიხედვით საზღვრავენ ჩადონ თუ არა ფული მსგავს ობლიგაციებში.


„ჩვენ სუვერენული ობლიგაცია გვაქვს გამოშვებული და შესაბამისად ამ ობლიგაციის ფასი და პერსპექტივები, ბევრი თვალსაზრისით დამოკიდებულია რეიტინგზე, იმიტომ რომ სარეიტინგო სააგენტოებს უყურებენ ინვესტორები და ამის მიხედვით საზღვრავენ ჩადონ თუ არა ფული ასეთ ობლიგაციებში. ბუნებრივია ეხლა მხოლოდ ერთი ობლიგაცია გვაქვს გამოშვებული, მაგრამ რომ დაგვჭირდეს კიდევ ახალი ობლიგაციების გამოშვება, ხალხი უკვე გამოშვებული ობლიგაციის მომგებიანობის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.


ახალი ობლიგაციის გამოშვება კი ჩვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, რადგან დამატებითი ფინანსების მოძიების წყაროა. გარდა ამისა, რეიტინგს უყურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და იმის მიხედვით საზღვრავენ უფრო  შეღავათიანი პირობებით მოგვცენ ფული თუ არა.


საგარეო ვალის მიმართ Fitch- ის ასეთ დამოკიდებულებას სხვა სარეიტინგო სააგენტოებიც გაითვალისწინებენ. ეს მათთვის აღქმულია, როგორც დამატებითი რისკი, იმიტომ რომ ძალიან გაზრდილია  ჩვენი საგარეო ვალი. ეს არის ძალიან ცუდი ეკონომიკური პოლიტიკის  შედეგი,  დაბალი  ზრდა  გვაქვს, ლარი უფასურდება, შესაბამისად რაც დოლარში და  ევროში გვაქვს  ნასესხები, მათი ღირებულება მკვეთრად იზრდება“, - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.


აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6,761 მლრდ დოლარს ანუ 22,231 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 3,172 მლნ დოლარით მეტია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up