სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა 27 რუსული ბანკის რეიტინგი გააუქმა.
ბანკების გარდა, სარეიტინგო კომპანიამ ოთხი რუსული არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტის რეიტინგიც გააუქმა. როგორც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ესენი არიან: JSC GTLK, Central Counterparty National Clearing Centre, RESO-Leasing LLC და Aton Financial Holding.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსული ბანკებისთვის დაწესებული სანქციებია.
reuters.com