Fitch-მა რუსეთის რეიტინგი დასწია ბოლოსწინა C ნიშნულამდე, რაც ფაქტობრივად გაკოტრებას ნიშნავს. ამის შესახებ „ფეისბუქში“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.
„დარჩა ბოლო, D-დეფოლტი რაც მხოლოდ შემდგარი ფაქტის ოფიციალურად დადასტურებაა. დღეები დარჩა აქამდე. რუსეთი განაცხადებს, რომ ვერ იხდის საგარეო ვალებს.
BBB საინვესტიციო რეიტინგიდან ორიოდე კვირაში ქვეყანა რომ გაკოტრებულიყო, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. არ უნდა გაგვიკვირდეს, ეს ხომ რუსეთია“ – წერს რომან გოცირიძე.