Fitch-მა „თიბისი“ ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსულ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა

Fitch-მა „თიბისი“ ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსულ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა

access_time2020-01-20 13:46:16

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings–მა „თიბისი“ ლიზინგს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-" მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით.როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათაქვამია, რომ „თიბისი“ ლიზინგი ოპერირებს საქართველოში, სადაც იგი წარმოადგენს ლიზინგის ბაზრის ლიდერ კომპანიას. „თიბისი“ ლიზინგი უზრუნველყოფს დაფინანსებას კორპორატიული კლიენტებისათვის, ასევე, მცირე და საშულო ბიზნესისთვის, მიკრობიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის.


„თიბისი“ ლიზინგს აქვს ერთიანი სტრატეგიული ხედვა თიბისი ბანკთან, როგორც მის შვილობილ კომპანიას, მაგრამ იგი სრულიად დამოუკიდებელია ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღებაში,“ - ნათქვამია Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


„2019 წელი სალიზინგო სექტორისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა, რაც ციფრებშიც კარგად ჩანს - სექტორი 32 %-ით გაიზარდა. ამ ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მოგვენიჭა. Fitch-ის რეიტინგი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს კომპანიას სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და სწორი მიმართულებით ვითარდება,“ - განაცხადა „თიბისი“ ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ.



მათივე ინფორმაციით, „თიბისი“ ლიზინგი ბაზარზე კვლავ უპირობო ლიდერად რჩება. კომპანიის მიერ წლის ჯამურმა პორტფელურმა დაბანდებამ 240 მილიონი ლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 30 %-ით გაიზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკრედიტო რეიტინგი სამომავლოდ თიბისი ლიზინგის საშუალებას მისცემს დამატებით ფინანსური სახსრები მოიძიოს განვითარების ბანკებიდან და ასევე დაეხმარება ადგილობრივ ბაზარზე საჯარო ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსებაში.


(R)

თეგები:
Fitch



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up