საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch Ratings რუსეთის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი BBB-დან B დონემდე დასწია. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სადაც ვარაუდობენ, რომ მკაცრი სანქციები, რომელთა წინაშეც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო აღმოჩნდა, ფინანსურ არასტაბილურობას ქმნის და შესაძლოა ქვეყანამ ვეღარ შეძლოს ვალების მომსახურება.
26 თებერვალს სააგენტომ უკრაინის რეიტინგი B–დან CCC-მდე დასწია.