„Fitch-ს მოლოდინი გადაჭარბებულია“ - სარეიტინგო კომპანია საქართველოს ეკონომიკის 10.9%-იან ზრდას პროგნოზირებს

„Fitch-ს მოლოდინი გადაჭარბებულია“ - სარეიტინგო კომპანია საქართველოს ეკონომიკის 10.9%-იან ზრდას პროგნოზირებს

access_time2022-08-01 14:00:11

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, წელს საქართველოში ძლიერი შიდა და საგარეო მოთხოვნის, ასევე გაზრდილი ტურიზმისა და ქვეყანაში შემოსული ათასობით მიგრანტის ფულადი გზავნილის გამო მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება. ორგანიზაციის პროგნოზით, 2022 წლის ზრდა, სავარაუდოდ, 10.9% იქნება. ამასთან, ზრდა 2023 წლისთვის 5.3%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის 4.7%-მდე უნდა შემცირდეს.


ორგანიზაცია საქართველოს სახელმწიფოს საკრედიტო რისკს უცვლელად, “BB” დონეზე აფასებს, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდინი. Fitch-ი ასევე მოელის, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაციის საშუალო დონე 11.5% იქნება, ხოლო მონეტარული პოლიტიკა კი წლის განმავლობაში გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნდება.


ანალიტიკოსი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სარეიტინგო კომპანიის პროგნოზი გადაჭარბებულია.



„Fitch-ს მოლოდინი გადაჭარბებულია. ზოგადად ყველასთვის ცნობილია, რომ სარეიტინგო კომპანიებს პოლიტიკური დანიშნულებაც აქვს ზოგ შემთხვევაში. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკურმა ზრდამ 8.5%-ს არ უნდა გადააჭარბოს, თუმცა რეალური ზრდა ჩვენთან არ არის და ამას მოსახლეობა ვერ გრძნობს. ეკონომიკური ზრდა რამდენიც არ უნდა იყოს, ინფლაცია უფრო მეტია და ის „გვიჭამს“ მთლიან ზრდას. რეალური ინფლაცია 30%-დან 35%-მდეა თუ ავიღებთ პირველადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებას, რასაც სტატისტიკა აქვეყნებს ეს არის საშუალო მაჩვენებელი, მოსახლეობას კი სწორედ ის პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასები აწუხებს, ვიდრე სხვა დანარჩენი“,  ამბობს ნიკა შენგელია.


როგორც „კომერსანტს“ Galt&Taggart-ში განუცხადეს, თუ ძლიერი საგარეო შემოდინებების დინამიკა წლის ბოლომდე გაგრძელდა, წლის მე-2 ნახევარში გლობალური ზრდის შენელების მიუხედავად, ოპტიმისტურ სცენარში საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 10.6%-ზე პროგნოზირებენ.ის რეიტინგი (BB), რომელიც დღეს საქართველოს აქვს მინიჭებული, წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ამის მიზეზი კი ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი, რეზერვების დაბალი დონე, არასახარბიელო მშპ-ს ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე და საგარეო ვალის მაღალი მაჩვენებელია.


პანდემიის დაწყების შემდეგ Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი ანგარიში რამდენჯერმე განაახლა. თავდაპირველად, 2020 წლის აპრილში ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურით“ შეიცვალა, ხოლო 2021 წლის აგვისტოში საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი კვლავ `სტაბილურით” შეიცვალა. ახალ ანგარიშშიც ეს მოლოდინი უცვლელია. საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება პოზიტიურად უნდა მოქმედებდეს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, მაგრამ თუ მონაცემებს ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს ასე სულაც არ არის და თითქოს გაუმჯობესებული რეიტინგების ფონზე (რომელიც მხოლოდ B ჯგუფში ცვლილებას გულისხმობს), ქვეყანაში ინვესტიციები წლიდან წლამდე მცირდება.


თეგები:
Fitch



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up