საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch აპირებს გააუქმოს ყველა რუსული კომპანიის რეიტინგი, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ. ყველა პროცედურა 15 აპრილამდე უნდა დასრულდეს. ამის შესახებ RBC-Ukraine Fitch Ratings-ზე დაყრდნობით იუწყება.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
„ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციების შესასრულებლად, Fitch Ratings უხსნის შეფასებებს ყველა შესაბამის რუსულ კომპანიას და მათ შვილობილ კომპანიებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Fitch Group-მა 8 მარტს გამოაცხადა, რომ შეწყვეტს საქმიანობას რუსეთში. უპირველეს ყოვლისა, შეზღუდვები შეეხო საკრედიტო რეიტინგებს და სხვა სერვისებს Fitch Ratings-ისა და Fitch Solutions-ის განყოფილებებიდან.
rbc.ua