Fitch უძრავი ქონების ბაზრის გადახურების რისკებს ხედავს - დარგის სპეციალისტების შეფასება

Fitch უძრავი ქონების ბაზრის გადახურების რისკებს ხედავს - დარგის სპეციალისტების შეფასება

access_time2022-08-02 13:00:26

სარეიტინგო კომპანია Fitch-ი საქართველოს ეკონომიკის გადახურების რისკებს ხედავს, განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და ბინების იჯარით გაცემის სფეროებში, რაც ფასების მატებაში აისახა.


უძრავი ქონების გადახურების მიზეზებზე „კომერსანტთან“ საუბრობენ დარგის სპეციალისტები და განმარტავენ, რომ ფასების ზრდა ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, ტენდენცია კი მომავალშიც გაგრძელდება.


სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძე ამბობს, რომ წელს უძრავ ქონება დაახლოებით 10%-ით გაძვირდა, ზრდის ტენდენცია კი წლის ბოლომდე გაგრძელდება.


„უძრავ ქონებაზე მაღალ ფასს მასზე მაღალი მოთხოვნა განაპირობებს. საქართველოში გასული წლის ბოლოდან უძრავი ქონების ფასი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2022 წელს ღირებულება ყოველთვიურად იზრდებოდა, რაც გამოიწვია, როგორც გასული წლის ინფლაციამ, ასევე ომის გამო კიდევ უფრო გაძვირებულმა სამშენებლო მასალებმა და ლოჯისტიკის ხარჯების ზრდამ.



მართალია სამშენებლო მასალის ფასები დასტაბილურდა, მაგრამ უძრავი ქონების გასაყიდი ფასი კვლავ იზრდება და სავარაუდოდ წლის ბოლომდე ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგან პანდემიურ პერიოდში კომპანიები შემცირებული მარჟებით მუშაობდნენ, ახლა კი ცდილობენ  ამ მარჟების დაბალანსებას“,  აღნიშნავს ბესო ორთოიძემ.


უძრავი ქონების კომპანია REMAX Capital-ის დამფუძნებელი მარიამ ასათიანი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გასაქირავებელი ბინების დატვირთულობა თითქმის 100%-ა, რაც ნამდვილად ბაზრის გადახურების მანიშნებელია.


„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო საქართველოში ბინების ქირაობის ბაზარზე ცალსახათ ჭარბობს მოთხოვნა მიწოდებას. თბილისში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, გასაქირავებელი ბინების დატვირთულობა თითქმის 100%-ია. ახლა ბინებზე მოთხოვნა თბილისში უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ბინების ფონდი არის, შესაბამისად ამან გამოიწვია ფასების გაზრდა. ცენტრალურ უბნებში ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი, ასეთი მოთხოვნის გამო დამქირავებლები თანახმა არიან ორმაგიც კი გადაიხადონ. მოთხოვნა არის განსაკუთრებით 6 თვემდე ბინების ქირაობაზე. მომატებულია მოთხოვნა საოფისე ფართებზეც და შესაბამისად იჯარის გადასახადიც.


რაც შეეხება ბინების გაყიდვებს, ამ მიმართულებითაც გაზრდილია მოთხოვნა. ზოგიერთი დეველოპერი მაგალითად აჩერებს გაყიდვებს და აკვირდება როგორ განვითარდება ბაზარზე სიტუაცია, ზოგიერთმა ბინები გაზრდილი ფასით უკვე გაყიდა“, - ამბობს მარიამ ასათიანი.


აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 086 სამშენებლო ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6%-ით მეტი) 3 187.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 %-ით მეტი). ნებართვების 77.3% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, 52.1% მოდის თბილისზე, 10.7% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.6% კი იმერეთის რეგიონზე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up