ფიტნეს ცენტრი „წრე“ სავარჯიშო დარბაზში მიღების წესს ცვლის.
„ძვირფასო მომხმარებლებო,
წრის მთელი გუნდი, თქვენი, ჩვენი და ყველას უსაფრთხოებისთვის უკვე აცრილია!
დარბაზში კი დღეიდან მხოლოდ აცრილ, ანტიგენით ან PCR ტესტის მქონესტუმრებს მივიღებთ.
აცრის დამადასტურებელი შტრიხ კოდის მიღება შესაძლებელია https://covidpass.moh.gov.ge/ “ - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ასეთივე გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ რესტორნებმა - „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და „ლეილა“ - მიიღო.