ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო USAID-დის მხარდაჭერით ახალ პროექტს განახორციელებს

ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო USAID-დის მხარდაჭერით ახალ პროექტს განახორციელებს

access_time2021-02-03 11:10:00

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა და USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციის მხარდაჭერის მიზნით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის - „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ - განხორციელების შესახებ. ინფორმაიას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


ამ ინიციატივის ფარგლებში, USAID-სთან თანამშრომლობა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელს შეუწყობს წარმატებით დაგეგმოს და განახორციელოს მცენარეთა დაცვის სტრატეგია, რაც ფერმერებს საერთაშორისო სერტიფიკატების მიღებასა და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაში დაეხმარება.


USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის სექტორში: „ეს პარტნიორობა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს USAID საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირებაში. საქართველოს სოფლის მეურნეობა უფრო მეტ მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებს და ზრდის სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლებს. ეს კი, აძლიერებს ეკონომიკას და ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე“.



„საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აქვთ თანამაშრომლობის წარმატებული მაგალითი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის განხორციელებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს. ამავდროულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი, რომლის მიზანიც მავნებლებთან ბრძოლის ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს რისკების ეფექტიანად მართვას, წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნებლებისგან და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.


პროექტი „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ გააძლიერებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიულ შესაძლებლობებს მცენარეთა მავნებლებისგან გამოწვეული რისკების ანალიზისა და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up