როგორ ხარჯავს სახელმწიფო ხალხის ფულს  - 2022 წლის 10 ყველაზე დიდი სავარაუდო კორუფციული ფლანგვის შემთხვევა

როგორ ხარჯავს სახელმწიფო ხალხის ფულს - 2022 წლის 10 ყველაზე დიდი სავარაუდო კორუფციული ფლანგვის შემთხვევა

access_time2022-11-18 18:15:34

როგორ ხარჯავს სახელმწიფო ხალხის ფულს და იფლანგება თუ არა საბიუჯეტო რესურსები. ამ თემას არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ იკვლევს.  „კომერსანტმა“ შეკრიბა „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გამოქვეყნებული 10 ყველაზე დიდი სავარაუდო კორუფციული ფლანგვის ფაქტი:

 

1. 2018-2021 წლებში 23 მილიონი ლარი ჯარიმების სახით გადავიხადეთ, რადგან მთავრობა საგარეო ვალს ვერ ხარჯავს. ჩვენი საგარეო ვალი დაახლოებით 30 მილიარდია.



2. ივნისის თვეში პრემიერი ღარიბაშვილის გვერდის მოწონების Fb-პოსტის რეკლამა დაახლოებით 17,887 დაჯდა. 2020-2022 წლებში პრემიერმინისტრის facebook გვერდის დასპონსორებაში ჯამში 135,655 დოლარი დაიხარჯა, საიდანაც $66,069 საქართველოს მთავრობამ, ხოლო 20,258 დოლარი - თავდაცვის სამინისტროს სტრატკომმა გადაიხადა.

 


3. 2019-2022 წელს საჯარო სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე 4,039 პირმა დატოვა. 2019-2021 წლებში მათი კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ ლარამდე დაუჯდა. აქედან 420,078 ლარი უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეთა კომპენსაციებზე დაიხარჯა. თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლება ყველაზე ხშირად თეა წულუკიანს ახასიათებს.



4. მერიამ, 6 თვის განმავლობაში, ნაცვლად გამიზნული 781,691,359 ლარისა, 633,558,914 ლარის დახარჯვა მოახერხა. ბიუჯეტის პრეზენტაციაზე კახა კალაძემ საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტად დაასახელა. თუმცა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის ქვეპროგრამის ფარგლებში მერიას 21,775,850 ლარი დარჩა აუთვისებელი. ხოლო ტრანსპორტის განვითარების ქვეპროგრამაში 18,442,414 ვერ აითვისეს

 



5. 2022 წლის 6 თვეში უზენაეს სასამართლოს დაუხარჯავი დარჩა 919,200 ლარი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - 1,515,400 ლარი, ხოლო საერთო სასამართლოებს - 9,415,000 ლარი. ეს ორგანოები ვერც გასულ წლებში ითვისებდნენ თანხებს. მხოლოდ საერთო სასამართლოებმა 2016-2022 (6 თვე) მათთვის გამოყოფილი 453,032,000 ლარიდან 27,082,900 ლარი ვერ აითვისა;

 



6. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი 106 მილიონი ლარიდან თბილისის მერიამ მხოლოდ 78 მილიონის ათვისება შეძლო. მერიას აუთვისებელი დარჩა გამწვანებისა და დასუფთავებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილიც

 


7. 2022 წლის 6 თვეში  პარლამენტმა რესტორნებში 207 ათასზე მეტი ლარი დახარჯა. 2022 წლის იანვრიდან ივლისამდე პარლამენტმა 21 ხელშეკრულება გააფორმა სარესტორნო მომსახურების მიღების მიზნით. პარლამენტის ფავორიტ საკვებ დაწესებულებებს შორის პირველ ადგილს „ჯი ემ თი მთაწმინდა“ იკავებს 80,000 ლარით. მეორე ადგილზეა „მონოგრაფი“, რომელთანაც პარლამენტმა 29,500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

 


8. წყალტუბოს გაანხლების დაპირების პრეზენტაცია ბიუჯეტს 179 ათასი ლარი დაუჯდა. სტუმრების მხოლოდ კვება ბიუჯეტს 25,000 დაუჯდა, პროექტის ვიდეო რგოლის დამზადებაც 25,000 .

 


9. „ბლექ სი არენამ“ 2021 წელიც  5,019,000 მილიონის ზარალით დაასრულა და 2017 წლიდან აკუმულირებულმა ზარალმა ჯამში 23 მილიონს გადააჭარბა. 2022 წლის საოპერაციო ხარჯების დასაფარად „ბლექ სი არენამ“ სახელმწიფოსგან  3 მილიონი მიიღო, ხოლო 2017 წლიდან მიღებულმა სუბსიდიამ 41,451,000 შეადგინა.

„ბლექ სი არენა, 2022 წლის სეზონისთვის, 48,500 ლარს იხდის ამინდის დაზღვევაში, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ამინდის გამო კონცერტის ჩაუტარებლობას. 2020 წელს, „ბლექ სი არენამ“ შპს „ელიტა ბურჯს“ სცენის შეკეთებისთვის 70, 000 გადაუხადა, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში არცერთი ღონისძიება არ გამართულა.

 

 

10. ბოლო ზარის კონცერტისთვის ლაგოდეხის მერიამ ტენდერის გვერდის ავლით, გამარტივებული შესყიდვა ექსკლუზიურად ტელეკომპანია იმედის ღამის შოუს ბენდთან გააფორმა და 14 000 ლარი უტენდეროდ გადაუხადა.

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up