23 ივნისს, ავიაკომპანია Fly Dubai-მ დუბაი-ბათუმის მიმართულებით სეზონური ფრენები განაახლა.
„ზაფხულის სეზონზე, რეისები კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.
Fly Dubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლიდან დაფრინავს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.