Focus: რუსეთის სქემები „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს დასრულებისთვის და ადვილია თუ არა ამერიკელების მოტყუება

Focus: რუსეთის სქემები „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს დასრულებისთვის და ადვილია თუ არა ამერიკელების მოტყუება

access_time2021-03-24 20:00:03

როდესაც რუსული ხომალდი „აკადემიკ ჩერსკი“ მარტის ბოლოს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობას განაახლებს, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. მას რთული ამოცანა აკისრია - პროექტის დასრულება ამერიკული სანქციების მიუხედავად.

 

ხომალდი აღჭურვილია კომპანია Nuova Patavium-ის უახლესი აპარატურით, რომელიც აუცილებელია მილების დიდ სიღრმეზე მონტაჟოსთვოს. ეს უცნაურია, რადგანაც ნებსმიერი საქონლის მიწოდება რომელიც 1 მლნ. დოლარზე მეტი ღირს - მწარმოებლის და გამყიდველის წინააღმდეგ საქნციების ამოქმედებას ავტომატურად იწვევს.

 

 

2020 წლის აგვისტო-სექტემბერში „გაზპრომის“ შვილობილმა კომპანიამ  - „სამარის სათბობ-ენერჰეტიკური ფონდმა“ - იტალიიდან და ჰოლანდიიდან ხომალდისთვს 10 მლნ. ევროს აღჭურვილობა შეიძინა. მთელი ეს ძვირადღირებული ტექნოლოგიები „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობას მოხმარდება.

 

12 სექტემბერს რუსეთიდან გერმანიაში Nuova Patavium-ის 1,1 მლნ. დოლარის აღჭურვილობა ჩავიდა. როგორც მოახერხა მწარმოებელმა სანქციებისგან თავის არიდება?

 

რუსეთის საბაჟოს ინფორმაციით, აღჭურვულობა რუსეთში „რატომღაც“  ნაწილ-ნაწილ, მცირე პარტიებით შემოვიდა, და მათ შორის არც ერთი 200 000 დოლარზე მეტი არ ღირდა.

 

2020 წლის ივლისიდან, ანუ, ამერიკული სანქციების ამოქმედების შემდეგ, იტალიური კომანია „გაზპრომთან“ საქმეების არ აწარმოევს. ის პროდუქიას კომპანია  «Система-СПБ»-ს აწვდის - იქ  სულ 3 ადამიანი მუშაობს, და კომპანია შენობებში სახანძრო სიგნალიზაციის მონტაჟის ლიცენზიას ფლობს.


 

უცნაურია, ასეთ პატარა ფირმას ურთულესი მოწყობილობა  რისთვის დასჭირდა?  Nuova Patavium-ის აპარატურის გარდა «Система-СПБ»  მილების შედუღების მოწყობილობამ სხვა იტალიური მწარმოებლისგან - Opus S.R.L.-სგანაც შეიძინა.

 

„სამარის სათბობ-ენერგეტიკის ფონდმა“ მილების შედუღების მოწყბლობა ჰოლანდიური  Vermaat Technics B.V. -განაც  იყიდა. ჰოლანდიელების თქმით მათ არც იციან, მათი პროდუქციას სად მიდის, და ეს საერთოდ მათი საქმე არაა.

 

ფორმალუროად, 2020 წლის ივნისისი შემდეგ Vermaat Technics B.V. „გაზპრომთან“ საერთოდ არ თანამშრომლობს, და მოწყობილობას კომპანია BHS International B.V. -ს აწვდის.

 

ფორმალურად ამ კომპანიას რუსეთთან არაფერი აკავშირებს, და ის ჰოლანდიის სამხრეთში პატარა სოფელშია დარეგისტირებული. სწორედ ამ სოფლის კომპანამ ჰოლანდიაში 5 მლნ. დოლარის აღჭურვილობა იყიდა.

 

ეს სქემები სავსებით გასაგებია, და მათი ამუშავება მოსალოდნელიც იყო. თუმცა, არის თუ არა ამერიკელების მოტყუება ასე ადვილი? ამერიკელი დიპლომატის დენიელ ფრიდის თქმით, ყალბი კომპანიების გამოყენება მიწოდების სასიცოცხლოდ აუცილებელი აღჭურვილობის შესაძლენად საქმეს ვერ უშველის - ეს მაინც დარღვევაა, და სანქციებისგან მწარმოებლებს ვერ იხსნის.

 

თუმცა, ის ამავე დროს არაა დარწმუნებული, რომ ზომები მართლაც იქნება მიღებული.

„ვაშინგტონმა ჯერ უნდა შეისწავლოს ამასთან დაკავშირებული ყველა რისკები - სანქციები ხომ ძვირი სიამოვნებაა“ - მიიჩნევს ფრიდი.

 

ვაშინგტნის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ანალიტიკოსის ნიკოს ცაფოსის აზრით, ევროპულ კომპანიების ამერიკული სანქციების არ უნდა ეშინოდეთ.

 

„ამერიკა მზად არაა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“- ს შესაჩერებლად ნებისმიერი ხერხების გამოყენებისთვის. ვაშინგტონს გარკვეული წითელი ხაზები აქვს, და მას ევროპასთან ურთიერთობების გამწვავება არ სურს, ამიტომაც ამ მხრივ ზედმეტი ძალისხმევა მოსალოდნელი არაა. ვაშინგტონი კომპრომისისთვის მანევრის სივრცეს დაიტოვებს“ - თვლის ცაფოსი.

 

focus.de


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up