ირაკლი იზორია - როდესაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ვიდეოჯარიმა იწერება, აუცილებლად უნდა მომხდარიყო მართვის მოწმობაზე ქულების ჩამოკლება, რადგან პირველი მკვლელი, სიჩქარის გადაჭარბებაა

ირაკლი იზორია - როდესაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ვიდეოჯარიმა იწერება, აუცილებლად უნდა მომხდარიყო მართვის მოწმობაზე ქულების ჩამოკლება, რადგან პირველი მკვლელი, სიჩქარის გადაჭარბებაა

access_time2022-05-17 14:50:00

როდესაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ვიდეოჯარიმა იწერება, აუცილებლად უნდა მომხდარიყო მართვის მოწმობაზე­ ქულების ჩამოკლება ვინაიდან, პირველი მკვლელი, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში, არის სიჩქარის გადაჭარბება, - ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



მისივე თქმით, მართვის მოწმობისთვის ქულების მინიჭების რეფორმა თავიდან წარმატებულად ჩაითვალა, თუმცა მისი ბოლომდე განხორციელება ვერ მოხდა, რადგან ქულათა სისტემაზე სიჩქარის მიბმა არ მოხდა.



„წინა წელს ქულათა ჩამოკლებით შედეგად, მართვის უფლება მხოლოდ და მხოლოდ 92 მძღოლს შეუჩერდა და წარმოიდგინეთ, როცა მილიონ-ნახევარი მართვის მოწმობა არის გაცემული. ანუ, ქულათა სისტემა არაეფექტურად ითვლება, იმიტომ რომ მისი რეალურად რეალიზება ვერ ხორციელდება. ამიტომ უნდა მოვახდინოთ ევროპული პრაქტიკის გადმოღება და ეს ვიდეოჯარიმები და სიჩქარის გადაჭარბების თემა ქულებს აუცილებლად უნდა მივაბათ, რადგან ყველაზე მეტი დარღვევა ამაზე მოდის“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.



ექსპერტის თქმით, გარდა ამისა, ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ხარვეზებით ხორციელდება. ამასთან, არ არის მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი მოძრაობს ქვეყანაში.



„თვითონ აღსრულების მექანიზმი არის არაეფექტური. ჩვენ ქვეყანაში არ ვიცით რეალურად რამდენი გაუმართავი ავტომობილი მოძრაობს. ვიდეოკამერები ბევრგან გამორთულია და შესაბამისად, ონლაინ ინსპექტირებას ვერ ახორციელებს. საქართველოში ამის სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ზოგადი გამოკვლევებიდან დგინდება, რომ საგზაო შემთხვევების 15%-დან 20%-მდე ზუსტად გაუმართავი ავტომობილების შეადგენს,“ - აღნიშნა ექსპერტმა.



ირაკლი იზორიამ ასევე, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების ფეხზე დგომით გადაყვანასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, ეს ფაქტი საგზაო უსაფრთხოების კუთხით საფრთხეებს შეიცავს და მიზანშეწონილი არ არის.




„დამუხრუჭების დროს შეიძლება შიდა სალონში დარტყმის შედეგად ადამიანმა დაზიანება მიიღოს, ან ლეტალურად დამთავრდეს, ამიტომ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ ეს ხალხი ფეხზე იდგეს. მითუმეტეს, ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, როდესაც სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდება ადამიანი, პირიქით, ღვედს ხმარობენ. თუ ადამიანი ღვედით არ არის დაბმული და მითუმეტეს, ფეხზე დგას, რა თქმა უნდა, საგზაო შემთხვევის დროს რისკები იქმნება, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მიზანშეწონილი არ არის.



რეალურად თბილისში, სამარშრუტო ტაქსებში, ეს კოლაფსი, პრობლემები, გადაჭედილობა და ა.შ. იმიტომ ხდება, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის ბოლომდე მიყვანილი. როგორც ვიცით, მერია აპირებს, 10 სატრანზიტო დერეფნის მშენებლობა განახორციელოს. ეს არის 18 მეტრიანი ავტობუსები, რომლებითაც ადამიანების სწრაფი გადაყვანა მოხდება. ვფიქრობ, ამ სატრანზიტო დერეფნის მშენებლობის შემდეგ გადაადგილება გაუმჯობესდება,“ - განაცხადა მან.



ლევან იზორიას თქმით, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში არსებული კამერების 17%-ზე მეტი გათიშულია და მნიშვნელოვანია, რომ სიჩქარის მართვა უფრო გაუმჯობესებულად განხორციელდეს.



მან ასევე, გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელსაც საქართველოც უერთდება.



იზორიას განცხადებით, კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, იქ სადაც 8 წლის დათი ქოქრაშვილს 31 მარტს მანქანა დაეჯახა, აქცია გაიმართება.



„კვირეულის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არის უსაფრთხო სასკოლო ზონები. ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბავშვების მონაწილეობით, როგორც შარტავას ქუჩაზე, ასევე სხვაგან. გლობალურად, სასკოლო ზონების მიმართულებით კამპანია უკვე დაიწყო და ეს გულისხმობს, რომ მაქსიმალური სიჩქარე სასკოლო ზონებთან იყოს 30კმ/სთ. ეს არის მიღებული პრაქტიკა. ამიტომ ჩვენც მოვუწოდებთ ყველას, იგივე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს, მითუმეტეს, თბილისის მერიასაც, რომ 30 კმ/სთ-იანი ზონები შეიქმნას. თუმცა, სადაც საცხოვრებელი ზონებია იქ უფრო ნაკლები იქნება სიჩქარე, შეიძლება, 10, ან 20 კმ/სთ იყოს.



სასკოლო ზონების მოწყობა საქართველოში უკვე დაწყებულია. დაახლოებით, 50-მდე სასკოლო ზონა მოეწყო და იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ამას გულთან ახლოს მიიტანენ, რადგან საქმე ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს ეხება და 30 კმ/სთ მარჟებს დააწესებენ საქართველოს მასშტაბით,“ - განაცხადა ლევან იზორიამ მედია ჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.



ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up