ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს

access_time2022-10-08 18:00:08

ბოლო დღეებში პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებით გავრცელდა ყალბი და უშინაარსო სიუჟეტები ფონდ „ქართუს“ მიერ კომპანია „სულაჟერში“ წილების შეძენისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ვითომდა ფარული და საეჭვო გარიგებების თაობაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.



როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ უსაფუძვლო ბრალდებების გამო, ფონდი „ქართუ“ საჭიროდ მიიჩნევს, გააკეთოს ოფიციალური განცხადება.



„ფონდი ათწლეულების განმავლობაში ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით და გვერდში უდგას ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოს, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის სფეროში.



2020 წელს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს თავს დაატყდა პანდემია (კოვიდ-19), რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მკვლევრებმა და მეცნიერებმა მთელ მსოფლიოში დაიწყეს მუშაობა აღნიშნული ვირუსის წინააღმდეგ სამკურნალო საშუალების შესაქმნელად. ამ პროცესს არ ჩამორჩნენ ქართველი მეცნიერებიც. ფონდი „ქართუ“ დარჩა თავისი პრინციპების ერთგული და დახმარების ხელი გაუწოდა მათ ამ კვლევების ბოლომდე მისაყვანად.

მედიაში ატეხილი მორიგი დეზინფორმაციული კამპანიისა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ:




არსებობს ძალზედ პერსპექტიული ანტივირუსული მცენარეული პრეპარატი, რომლის ავტორია ქართველი მეცნიერი ალექსანდრე თავართქილაძე. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ შექმნილი პრეპარატი „სულაჟერი“ მაღალეფექტურია როგორც საკუთრივ „კოვიდ-19-ის“, ისე სხვა ტიპის ვირუსებთან მიმართებაში. ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები, რომელთა მიზანია აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობის საბოლოო დადგენა, მასიურ წარმოებაში გაშვება და მომხმარებლამდე მიტანა.



ამ გეგმის განხორციელების პირველ ეტაპზე ჩართული იყო ქართველი მეწარმე დავით ხიდაშელი, რომელსაც გააჩნია დიდი გამოცდილება და მრავალწლიანი პრაქტიკა ამ სფეროში. მოგეხსენებათ, რაოდენ რთული და ძვირადღირებულია ფარმაცევტული კვლევების წარმოება. სწორედ ამ სირთულის გამო ჩაერთო ფონდი „ქართუ“ აღნიშნულ პროექტში.


ხაზს ვუსვამთ  – ამ პროექტში ფონდი „ქართუს“ მონაწილეობის მთავარი მიზანია ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და სიცოცხლის გადარჩენა. ფონდი კანონმდებლობის სრული დაცვით აფინანსებს ხსენებულ კვლევებს. ერთობლივი ძალებით ვცდილობთ,  პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ აღნიშნული პრეპარატი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.



რაც შეეხება ფონდის მხრიდან კომერციულ საწარმოებში წილის ფლობას და მათი საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღებას, ეს სრულად შეესაბამება როგორც საერთაშორისო გამოცდილებას, ისე ქართულ კანონმდებლობას. ამით მიღებული შემოსავალი და დივიდენდი ისევ  ფონდის საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება, მისი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებას“, – აღნიშუნლია განცხადებაში.




1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up