მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობისას დოლარის კურსი 65 რუბლს ჩამოსცდა. მოსკოვის დროით 15:40 საათისთვის დოლარის კურსი ყველაზე დაბალი 64,915 რუბლი იყო. რაც 2,285 რუბლით ნაკლებია, ვიდრე იყო 11 მაისს ვაჭრობის დახურვისას (67,2 რუბლი) იყო. 2020 წლის თებერვლის შემდეგ პირველად დოლარი 65 რუბლს ჩამოსცდა.
აუქციონის დროს ევრო 67,55 რუბლამდე დაეცა. ეს 2,95 რუბლით ნაკლებია, ვიდრე წინა დღით ბირჟის დახურვისას (70,5 რუბლი) იყო. ევრო 2017 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა და 2020 წლის იანვრის შემდეგ პირველად 68 რუბლზე ნაკლები შეადგინა.
forbes.ru