Forbes: 4 დღიანი სამუშაო კვირის იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება

Forbes: 4 დღიანი სამუშაო კვირის იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება

access_time2021-06-06 18:00:13

„უნდა იმუშავო გონებით და არა 12 საათი“  - ამბობს ხალხური სიბრძნე, რომელსაც სტივ ჯობსს მიაწერენ.

 

თუმცა, დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი საქმისადმი ერთგულებას მასზე დახარჯული საათებით ზომავს თუ სამუშაო გიყვარს,  იმუშავე ყოველთვის, თუნდაც ღამის 10 საათამდე, თუნდაც შვებულებაში, თუნდაც ახალი წლის საღამოს. ბოლო წლებში ეს მიდგომა იცვლება და „workaholic“ (ადამინაი, რომელიც დამოკიდებულია სამსახურზე) კულტურას კიდევ ერთი დარტყმა პანდემიამ მიაყენა - სულ უფრო მეტი სპეციალისტი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსზე ლაპარაკობს და ამ იდეას უკვე პოლიტიკოსების ემხრობიან.


დღეს დასაქმებულთა უმრავლესობისთვის 5-დღიანი სამუშაო კვირა საუკეთესო რეჟიმია - მეტი მუშაობა აუცილებელია არაა, თუმცა, ნაკლებიც არ შეიძლება. ბოლო პერიოდში მკვლევარები ამ სტერეოტიპს სულ უფრო ხშირად ამსხვრევენ - მათი აზრით, 5-დღიანი სამუშაო კვირა და 8-საათიანი სამუშაო დღე შედარებით ახალი მოვლენაა და მასზე უარის თქმა არც ისეთი რადიკალური იდეაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

 

დღევანდელი სამუშაო განრიგი მე-19 საუკუნეში,  დასავლეთში ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში ჩამოყალიბდა. იმ დროს ქარხნებში მუშები უქმეების გარეშე, დღეში 12-14 საათი მუშაობდნენ, ხოლო 5-დღიანი და 8-საათიანი სამუშაო დღე ამ ვითარებაში წარმოუდგენელი პროგრესი იყო.

 

თუმცა, მას შემდეგ თითქმის 2 საუკუნეა გასული, და სამუშაო უკვე არაა ისე მკაცრად მიბმული ქარხნებთან, ხოლო თანამედროვე ოფისებში მუშაობა დისტანციურადაც კი არის შესაძლებელი - რაც პანდემიის დროს ნათლად დადასტურდა.

 

დროის ჩარჩოებიც მკვეთრად შეიცვალა  - ელექტრონული კომუნიკაციების წყალობით მცნება „სამუშაო დრო“ უკვე სხვა შინაარსს იძენს. თანამშრომლებს ერთმანეთთან დაკავშირება ნებისმიერ დროს, მესენჯერებით შეუძლიათ.

 

ჯერ კიდეც 2012 წელს ამერიკული კომპანია Good Technology-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მის თანამშრომელთა 80% ოფისის გარეთაც მუშაობას აგრძელებს, მაგალითად, სახლში ელექტრონულ ფოსტას ამოწმებს.  ეს კი ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა დღეში 8 საათზე დიდხანს მუშაობს.


 

სამუშაო კვირის 4 დღემდე შემცირება არც თუ ისე ახალი იდეაა - ჯერ კიდევ 1974 წელს ბრიტანეთში ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით 3-დღიანი სამუშაო კვირა შემოიღეს. შედეგი დაუჯერებელი იყო - იმის მიუხედავად, რომ დასაქმებულები თითქმის 2–ჯერ ნაკლებს მუშაობდნენ, პროდუქციის გამოშვება მხოლოდ 6%-ით შემცირდა.

 

აღმოჩნდა რომ ამ რეჟიმში თანამშრომლები სამუშაოს ნაკლებად აცდენდნენ და უფრო პროდუქტიულად შრომობდნენ.

ანალოგიური ექსპერიმენტი 2009 წელს საფრანგეთშიც ჩატარდა, იქაც შედეგად თანამშრომელთა მეტი მობილიზება და მეტი პასუხისმგებლობა მიიღეს.

 

2019 წელს რედინგის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა, რომ კომპანიებში, რომლებიც 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ, შრომის პროდუქტიულობა გაიზარდა - კვირაში 4 დღე და დღეში 7 საათი საკმარისია იმისთვის, რომ თანამშრომლებმა გააკეთონ ის, რასაც აქამდე 5 დღე და დღეში 8 საათი სჭირდებოდა.

 

გამოდის, რომ პერსონალის დიდი ნაწილი სამსახურში მეტ დროს ატარებს, ვიდრე საჭიროა.

 

2019 წელს Microsoft-ის იაპონურმა ოფისმა სამუშაო კვირა 4 დღემდე შეამცირა - შედეგად შრომის პროდუქტიულობა 40%-ით გაიზრდა. ახალმა განრიგმა ასევე შეამცირა ხარჯები - ამობეჭდილი ფურცლების რაოდენობა 58%-ით, ხოლო ელექტროენერგიის მოხმარება 23%-ით შემცირდა.

 

4-დღიან სამუშაო კვირაზე მასშტაბურ გადასვლას საორგანიზაციო პრობლემები აფერხებენ - როდესაც კომპანია გადადის 4-დღიან განრიგზე და მისი პარტნიორები 5-დღიანზე რჩებიან, ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

 

თუმცა, ტრენდი ცალსახაა  - შრომის მეტად რაციონალურ გადანაწილებას მსოფლიოში სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს.

 

 

წყარო: forbes.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up