Forbes: Alibaba-ს დამფუძნებელი ფერწერამ და ქველმოქმედებამ გაიტაცა

Forbes: Alibaba-ს დამფუძნებელი ფერწერამ და ქველმოქმედებამ გაიტაცა

access_time2021-06-16 19:00:26

ჩინელი მილიარდერი, ინტერნეტ-გიგანტ Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეიკ მა ამჟამად ძირითადად ფერწერით და ქველმოქმედებითაა დაკავებული - განაცხადა CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ცაიმ. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Forbes წერს.

 

„მისი საქმეები ძალიან კარგადაა, მართლა. ის ფერწერით გაერთო, ბევრს ხატავს, მისთვის ეს ჰობია, თუმცა, ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა კომპანიის ვიცე–პრეზიდენტმა.

 

ცაის თქმით, კომპანიის მართვაში ჯეიკ  მა ამჟამად აქტიურად არ მონაწილეობს, თუმცა, მასთან ყოველდღე საუბრობს ტელეფონით.

 

„წარმოდგენა, თითქოს ჯეიკი რაღაც უზარმაზარ, გიგანტურ ძალაუფლებას ფლობს - გადაჭარბებულია. ის თქვენნაირი და ჩემნაირი, ჩვეულებრივი ადამიანია. მან დიდი იმპერია ააშენა, საზოგადოებისთვის უამრავი კარგი საქმე გააკეთა. მგონი, დღეს მას სურს უბრალოდ ყველას უთხრას - „მე მინდა ვაკეთო ის, რისთვისაც მართლაც მინდა დრო დავხარჯო, დანარჩენი კი - მეორეხარისხოვანია“, - ამბობს ჯო ცაი.

 

Alibaba-ს ვიცე-პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, განასხვავონ ის, რაც ხდება პირადად ჯეიკ მას ირგვლივ იმისგან, რაც ბიზნესის ირგვლივ ხდება.

 


„ჩვენი ბიზნესი ფინანსური რესტრუქტურიზაციის და ანტიმონოპოლურ რეგულაციებთან ადაპტაციის სტადიაშია. ჩვენ დიდი ჯარიმების გადახდა მოგვიწია, მაგრამ ეს უკვე წარსულშია, ჩვენ კი წინ ვიყურებით“, - განაცხადა მან.

 

ბოლო თვეების მანძილზე ჯეიკ მა თითქმის არსად არ ჩანდა და ეს მაშინ, როდესაც წლების მანძილზე ის პრესტიჟული მას-მედიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმების ხშირი სტუმარი იყო. მისმა უეცარმა გაქრობამ ბევრი კითხვა გააჩინა.

 

ყველაფერი კი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც Alibaba-ს დამაარსებელმა ჩინეთის ხელისუფლება და სახელმწიფო ბანკები ღიად გააკრიტიკა. მან პეკინის ფინანსური პოლიტიკა „ლომბარდის მენტალიტეტში“ და ინოვაციებისთვის წინაამღდეგობის გაწევაში დაადანაშაულა.

 

სწორედ ამის შემდეგ დაეწყო მას და მის კომპანიას პრობლემები - პირველ რიგში ეს მილიარდერის საფინანსო კომპანია Ant Group-ს შეეხო, რომლის აქციების განთავსება ჰონკონგის და შანხაის ბირჟებზე ბოლო მომენტში გადაიდო.

 

შემდეგ ჩინეთის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა Alibaba-ს წინაამღდეგ გამოძიება დაიწყო, რომელმაც ინტერნეტ-გიგანტის საქმიანობაში კონკურენციის შესახებ კანონის არაერთი უხეში დარღვევა დაასახელა.

 

საბოლოოდ კომპანიას #2,7 მლრდ–იანი ჯარიმის გადახდა მოუწია. თუმცა, ექსპერტთა აზრით, ანტიმონოპოლური კანონმდებლობა აქ არაფერ შუაშია - ჩინეთის კომპარტიამ ამით ჯეიკ მა ზედმეტი თავისუფლებისთვის და გავლენის ზრდის გამო დასაჯა.

 

იანვარში, მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, ჯეიკ მა საჯარო სივრცეში გამოჩნდა – ამჟამად, როგორც საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up